გია ვოლსკი – უნდა დავდგეთ მყარ პოზიციაზე – საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის, არც ვეტინგის მექანიზმის გამოყენებას

უნდა დავდგეთ მყარ პოზიციაზე – საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის, არც ამ ვეტინგის მექანიზმის გამოყენებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველო არა თუ არ იმსახურებს ასეთ დამცირებას, არამედ ჩვენი სასამართლო სისტემა საჩვენებელიც კი არის მთელი რიგი მონაცემებით. რაც შეეხება დედაქალაქში, სასამართლოსთან დაკავშირებით […]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთში სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული გზა ქალაქთან 5 სოფელს აკავშირებს. ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლაშა კომახიძის თქმით, გზის საფარი მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებამ და ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ მწყობრიდან გამოიყვანა. კომახიძე ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემის დროული […]

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ველით, რომ ჩინეთი ძალიან მკაფიო გზავნილებს გაუგზავნის რუსეთს ომთან დაკავშირებით

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, პარიზი მოელის, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინასთან ომის საკითხზე მკაფიო გზავნილს გაუგზავნის. „დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ მასზე მოლაპარაკება უკრაინელებთან არ მოხდება. ევროპელებისთვის უსაფრთხოება არ იქნება, თუ არ იქნება მშვიდობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს ჩვენთვის არსებითი საკითხია, რის გამოც საფრანგეთი გადაწყვეტილი აქვს, ჩინეთთან მჭიდრო დიალოგი შეინარჩუნოს“, […]

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის საგანი გახდა

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები არის პროპაგანდისტული ტრიუკი და თვალთმაქცობა, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველა პრინციპს თავდაყირა აყენებს – წარმოდგენილი ცვლილება მხოლოდ პარტიული ელიტის ინტერესებს ემსახურება! – აღნიშნული განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. “ქართული ოცნების“ ინიციატივა ცხარე […]

კახა კალაძე – ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ჩემი საქმე არ არის – მაღალი თანამდებობის პირი იყო და ყველაფერი ნაჩვენები აქვს დეკლარაციაში, მგონი, ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს

არ ვიცი ირაკლი [ღარიბაშვილის] ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, ჩემი საქმე არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მაღალი თანამდებობის პირი იყო [პრემიერ-მინისტრი] და მას ყველაფერი ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ნაჩვენები. „ადამიანი თუ ბიზნესშია მგონი, დამეთანხმებით ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია როგორ წარმართავ ბიზნესს და როგორ იმოქმედებ. ის, რომ გაკოტრებული ქარხანა შეიძინა […]

სელფი მსოფლიოში 25 კომპანიას შორისაა, ვინც ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და UNODC-ის თანამშრომლობით შექმნილი ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის (Think Lab for Business Integrity) წევრია. ჯგუფში მონაწილეობისთვის მსოფლიოს მასშტაბით შეირჩა სულ 25 კომპანია, მათ შორის ერთადერთი ქართული კომპანია – სელფი. სამუშაო ჯგუფში სელფის წარადგენს კომპანიის ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი, ია მამეიშვილი. სელფი ასევე […]

Euromoney-მ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, მათ სურვილებსა და საჭიროებზე მორგებული საბანკო სერვისებისა და პროდუქტებისთვის, საქართველოს ბანკმა Euromoney-ს მორიგი აღიარება მოიპოვა. ამჯერად, გამომცემლობამ ფინანსური ინსტიტუტის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება – Bank of Georgia Wealth საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა. „საქართველოს ბანკი პრემიუმ მომხმარებლისთვის ქმნის გამორჩეულ, მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც სრულად ერგება მათ ფინანსურ საჭიროებებს“, – აღნიშნავს […]

წალენჯიხაში კაფე-ბარი „ბაბისო“ გაიხსნა, ინვესტიცია – ₾60 000

ქალაქ წალენჯიხაში კაფე-ბარი „ბაბისო“ გაიხსნა. როგორც bm.ge-ის ობიექტის მფლობელმა რუსკა კვარაცხელიამ განუცხადა, ჯამური ინვესტიციაა 60 000 ლარია. კაფე-ბარი ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე, #1-ში მდებარეობს და 11:00-დან 23:00 საათამდე მუშაობს. როგორც BMG-სთან რუსკა კვარაცხელიამ განაცხადა, 60 000 ლარიდან, ნახევარი ოჯახის სახსრებია, 30 000 ლარი კი, „კრედო ბანკიდან“ ისესხეს. “ქალაქში კაფე-ბარის გახსნა დედაჩემის ოცნება იყო, რომელიც […]

ავტორიტარიზმის რუკა საქართველოში – GDI-მ Gnomon Wise-თან თანამშრომლობით კვლევა მოამზადა

GDI-მ კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-თან თანამშრომლობით მოამზადა საქართველოში ავტორიტარული და არალიბერალური პრაქტიკების კვლევის მეთოდოლოგია, ხოლო მასზე დაყრდნობით კვლევა – “ავტორიტარიზმის რუკა საქართველოში”. GDI-ის განცხადებით, კვლევა აანალიზებს თუ როგორ მოიპოვა ხელისუფლებამ კონტროლი თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე, მათ შორის სასამართლოზე, პროკურატურაზე, ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე და სხვა ორგანოებზე. „ხელისუფლების მიერ ამ ინსტიტუციებზე კონტროლის მოპოვება მიზნად ისახავს […]

Phin Tokyo Plaza კაფეს შემდეგ, მეორე მაღაზიის გახსნას აანონსებს

იაპონური პროდუქტის მაღაზია Phin Tokyo Plaza-მ, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთ კვირის წინ, კაფე გახსნა. კომპანია აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში მაღაზიის ახალ ფილიალსაც გახსნის. Phin Tokyo Plaza ქართულ ბაზარზე გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა. ადგილზე ავთენტიკური იაპონური საკვები და სასმელი პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი და საკანცელარიო ნივთები იყიდება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაღაზიის გენერალური მენეჯერი, ფატი კეკელია აცხადებდა, […]