პოლონეთში ძლიერ ქარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ პოლონეთში ძლიერ ქარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რომლის ქვეშაც ადამიანები მოყვნენ. მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, პოლონეთის სამხრეთში ტატრების მთებში ქარის სიჩქარემ 155 კმ/სთ-ს მიაღწია. ქალაქ რაბკაში ორი ქალი და ექვსი წლის ბავშვი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალნენ. ამას გარდა, ქალაქ ზაკოპანეში ერთი ქალი და ბავშვი გარდაიცვალნენ, რომელთა მანქანასაც ხე დაეცა. […]

ხაზარაძე: კვოტირების გაუქმება მიუღებელია, როდესაც ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი შემადგენელი. ლელო დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს. კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი. წერს პარტია ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. დღეს, 1 აპრილს გირჩი საარჩევნო სიების […]

უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენთვის და ჩვენ ნაცვლად – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, ვაშინგტონში ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ვიზიტისას უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მარცხი ყველას მარცხს ნიშნავს. ესტონელმა დიპლომატმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ მორალურად აუხსნელია, რომ საერთაშორისო სამართალი ლიდერებს იმუნიტეტს სთავაზობს, მათ გასამართლებას შეუძლებელს ხდის. პუტინმა და რუსეთმა კი პასუხი უნდა […]

„ტრანსპორტის სააგენტოში გადარიცხავდი 200 ლარს და მოჰქონდათ ნებართვები“ – რა სქემაზე საუბრობენ გადამზიდავები?

სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კვლავ შეუთანხმებელ საკითხად რჩება. რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მცირე გადამზიდავებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს. მანამდე კი მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან სახმელეთო გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების პრობლემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე გამწვავდა. მნიშვნელოვანი გარემოებაა […]

დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 2 აპრილს, დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა და მინისტერიალში, „სამართლიანობის აღდგენა უკრაინაში“ მონაწილეობას მიიღებს, სადაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტაციისა და გამოძიების შედეგებს განიხილავენ. „ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შემდგომ ნაბიჯებს […]

“ფული შემოგაკლდათ? მანდ ვის რად უნდა ავტოსადგომი?”; “ატკატებს” ჩაიჯიბავთ?”; “როგორ მოვიპაროთ ბიუჯეტი ლეგალურად” – მოქალაქეები მერიას

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე დაცული ავტოსადგომი შენდება. bpn.ge-ს ცნობით, თბილისის მერიის ტენდერში კომპანიამ „მწვანე გარემომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულება 2023 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული, ღირებულება კი – 1 295 000 ლარია. ავტოსადგომი იქ, სადაც სიახლოვეს არც რაიმე განსაკუთრებული სიდიდის ობიექტებია და არც კორპუსების სიმრავლე, რატომ უნდა აშენდეს და […]

Tesla ჩინეთში Model Y-ის ფასს ზრდის

ჩინელი ელექტრომობილების მწარმოებლები ცდილობენ მყიდველების მოზიდვას სხვადასხვა სტიმულის საშუალებით, ხოლო Tesla ზრდის მისი ყველაზე პოპულარული მოდელის ფასს ჩინეთში. 1-ელ აპრილს Tesla-მ გამოაცხადა ჩინეთში Model Y SUV-ის ფასის 5 ათასი იუანით ($690) გაზრდა. Nio-მ განმარტა, რომ ის გამოიყენებს 1 მილიარდ იუანს სუბსიდიების უზრუნველსაყოფად ბენზინზე მომუშავე ავტომობილების მფლობელებისთვის, რომელთაც Nio-ს ელექტრომობილის შეძენა სურთ. 1 აპრილიდან, ბენზინზე მომუშავე […]

შვეიცარიის ალპებში ზვავში, სულ მცირე, 3 ადამიანი მოყვა

შვეიცარიის ალპებში ზვავის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ჩამოწვა ზვავი შვეიცარიულ კურორტზე. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მეთიუ მილერი – ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება

ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით მდგრადი გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება. გარკვეული უბნების, საავადმყოფოების, სხვა გეოგრაფიული უბნების და შენობების „ჰამასისგან“ გაწმენდა საკმარისი არ არის. მათ გრძელვადიანი, მდგრადი სტრატეგია უნდა ჰქონდეთ, რომელიც მხოლოდ უსაფრთხოების სტრატეგია არ არის, არამედ პოლიტიკური სტრატეგიაც […]

ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც “კროკუსის” საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, პოლიციაში გარდაიცვალა

გამოცემა „აგენტსტვო. ნოვოსტი“ იტყობინება, რომ მოსკოვის პოლიციაში გარდაიცვალა ჩეჩნური წარმომავლობის მამაკაცი ასხაბ უსპანოვი. როგორც „აგენტსტვოს“ უთხრა უსპანოვის დედამ, მისი ვაჟი იმ ღამით დააკავეს, როცა ტერაქტი მოხდა „კროკუს სიტი ჰოლში“. მან მოასწრო დაკავების შეტყობინება ნათესავებისთვის. როცა ორი საათის შემდეგ უსპანოვის ცოლი მივიდა პოლიციაში, მას უთხრეს, რომ მისი ქმარი მკვდარია. ჩეჩნური არხის, 1ADAT-ის აზრით, რომელმაც პირველმა გააშუქა […]