აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები

აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას: „გვინდა მივმართოთ აშშ-ის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომ დაიწყოს საუბარი იმ სანქციებზე, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს, რათა მოეხსნათ. იმედს ვიტოვებთ, მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება“, სოციალურ ქსელში […]
დიახაც, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას – თუ ხარ სახელმწიფო – ირაკლი ლატარია
დიახაც, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას – თუ ხარ სახელმწიფო – ირაკლი ლატარია დიახაც.. !!! თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო… ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას – თუ ხარ სახელმწიფო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც […]
როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს

როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს სამწუხაროდ, როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, […]
სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი ამოქმედდა

სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი ამოქმედდა. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა აწერს.
წელს, ტყის აღდგენაზე ₾4 მილიონი დაიხარჯება – სატყეო სააგენტო

ქვეყანაში ხე-ტყის მოვლა/აღდგენის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს. მათი ინფორმაციით, წლიდან წლამდე აღდგენის მასშტაბი მზარდია. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ყველაზე მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები ბორჯომში ჩატარდა, სადაც ხანძარმა ტყის მასივი დააზიანა. ნათია იორდანიშვილის თქმით, საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით წელიწადში ტყის მოვლა აღდგენის სამუშაოები 150 ჰექტარი უნდა იყოს, თუმცა მისი განმარტებით, ეს მაჩვენებელი საქართველოში წელიწადში […]
ქალს ვერ ნახავთ ქალს, აღარ არის – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში ქალის, ბებიის და ოჯახის ცნება მოსპო, რადგან ქალები საზღვარგარეთ წავიდნენ და ოჯახის სიწმინდეზე საუბარი მათი მხრიდან, არის მიუღებელი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ქალებისგან იცლება. ამ საკითხზე მან 1-ელ აპრილს, ტვ “პირველი”-ს ეთერში ისაუბრა. “ნებისმიერი ქართული პროვინციის სოფელს გაივლით, ქალს ვერ ნახავთ, ქალს”- განაცხადა სანიკიძემ.
საქართველოს ქალთა ნაკრები მზადებას განაგრძობს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 აპრილს, 19:00 საათზე, ირის ანტმანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს. მატჩზე დასწრება თავისუფალია. 9 აპრილს, საქართველოს ნაკრები ბელარუსის ნაკრებს კვიპროსში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება. საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ შეხვედრებში ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი ვერ დაეხმარებიან. […]
ხელნაწერი წერილები რობოტებისგან

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ხელნაწერი წერილები სულ უფრო იშვიათობა ხდება. ახლა კი, ხელით წერის ტექნიკაც, ხელოვნურმა ინტელექტმა შეითავსა. „ამერიკის ხმა“ გიამბობთ რობოტებზე, რომლებიც წერილებს წერენ, ზუსტად ისე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ, ბევრი ჩვენგანი.
“ჰავანის სინდრომი” – სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი პასუხი

The Insider-ის PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, ცოტა ხნის, წინ პირველი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა კონკრეტული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ დეტალურად არ ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრაქტიკაა ” არ დაადასტუროს კონკრეტული ცნობები”, “ჰავანის სინდრომის” შესახებ. “რასაც ჩვენ ვაკეთებთ [ჰავანის სინდრომით] დაზარალებულ დასაქმებულებთან დაკავშირებით [არის ის, რომ], ჩვენ […]
უკრაინა მოსკოვის ტერაქტს რუსეთის სისუსტის ნიშნად მიიჩნევს

სამშაბათს, უკრაინის თავდაცვის უწყების პრესდმდივანმა ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ რუსეთის სახელმწიფოს უუნარობამ, გასულ კვირაში, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტისგან ადამიანები დაეცვა ან დასავლური სპეცსამსახურებისგან მიღებულ წინასწარ გაფრთხილებაზე რეაგირება მოეხდინა, ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი ხელისუფლების მოდელის სისუსტე გამოამჟღავნა. ვაშინგტონში, “ამერიკის ხმის” უკრაინულეონავნი სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში იუსოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას არ აქვს მიზეზი, არ ენდოს […]