ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 29 წლის ქალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ქალი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე – 1987 წელს დაბადებული მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად […]

„არ დაუშვათ ივანიშვილის და მისი ოჯახის შეფარება, აკრძალეთ მათი ტრანზაქციები ბანკებში“ – შალვა ნათელაშვილი ბრაზილიის პრეზიდენტს მიმართავს

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ბრაზილიის პრეზიდენტს და ბრაზილიის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს მიმართავს: „დღეს მივმართეთ ბრაზილიის პრეზიდენტს, ბრაზილიის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს თხოვნით, რომ ვინაიდან საქართველოს დიქტატორი ოლიგარქი აპირებს ქონების გადაბარგებას ამ ქვეყანაში და შემდგომ იქ თავშესაფრის საძიებლად ოჯახის გამგზავრებას, არც ერთ შემთხვევაში ბრაზილიის სახელმწიფომ არ დაუშვას რაიმე პრეფერენციები კრიმინალ პერსონა და მის გარემოცვაზე, აკრძალოს ოლიგარქის […]

ანა ბუჩუკური – სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონებში მინი ფეოდალები მდიდრდებიან და რიგითი ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ

სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონებში მინი ფეოდალები მდიდრდებიან და რიგითი ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ,- ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, მმართველ გუნდში მშიშარა ადამიანები არიან. „2 დღის წინ დავბრუნდი სამეგრელოდან – გვქონდა უამრავი შეხვედრა ასეულობით ადამიანთან სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში. როდესაც, აი, ამ შენობაში […]

ირაკლი ქადაგიშვილი – დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია

დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ყველა საკითხს სასამართლო ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს. სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნაში იღებს პარლამენტი მონაწილეობას. რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, სამართლებრივად გამართული საკანონმდებლო წინადადება ან რეკომენდაციები, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოხმარდებოდა, არ ისმის, იმიტომ, რომ დღეს სასამართლო სისტემას სამართლებრივად გამართული ბაზა აქვს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაიწყო. აღნიშნული პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც ის არის წარდგენილი. ამავე ცვლილების […]

2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ახალგორიდან დევნილი, ერაყსა და ავღანეთში, სამშვიდობო მისიების მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი, 2018 წლის 22 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაბა ახალგორში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ტატუნაშვილს, დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ, „გენოციდის” ბრალდება წაუყენა და სასტიკად აწამა – სხეულზე მიაყენეს […]

მდინარაძე: დიახ, მძიმედ ვაკრიტიკებ თქვენს წინაშე ელჩს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სასამართლო სანქციებთან მიმართებით ჟურნალისტებს გამოეხმაურა. მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება უსაფუძვლო, არასამართლიანია და ამერიკის ყოფილი ელჩიც, კელი დეგნანიც გააკრიტიკა “ვინც გასაკრიტიკებელია იმას გავაკრიტიკებთ, ვისი დამოკიდებულებაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი, შესაბამისი მეგობრობასთან და პარტნიორობასთან იმას დავაფასებთ.” – თქვა მდინარაძემ. 2023 წლის აპრილში აშშ-მ “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” თბილისის სააპელაციო […]

პუტინი მიგრანტებზე: ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვინც პატივს სცემს ტრადიციებს, ენას, კულტურას

არალეგალური ემიგრაცია ნაყოფიერი გარემოა ექსტრემიზმისა და კრიმინალისთვის. რუსეთში ჩამოსვლა და მუშაობა უნდა მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც, პატივს სცემს ტრადიციებს, ენას, კულტურას, ისტორიას. ეს პრინციპი უნდა იყოს გადამწყვეტი.

ლუკაშენკო: ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამას გულახდილად ვამბობ

არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამას გულახდილად ვამბობ. “გინდა მშვიდობა – მოემზადე ომისთვის” – ეს მე არ მომიგონია. ძალიან სწორი ნათქვამია.

დოკინსი: მე კულტურულად ქრისტიანი ვარ

საკუთარ თავს კულტურულად ქრისტიანს ვუწოდებ. არ ვარ მორწმუნე, მაგრამ განსხვავება მორწმუნე ქრისტიანსა და კულტურულად ქრისტიანს შორის მდგომარეობს იმაში, რომ მე მიყვარს საშობაო სიმღერები და ქრისტიანულ ეთოსში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ამ მხრივ, ვთვლი, რომ ქრისტიანული ქვეყანა ვართ. სიმართლეა, რომ სტატისტიკურად იკლებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ქრისტიანობის სწამთ და მე ეს მახარებს, თუმცა, არ გამიხარდება, […]