სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს

სამართალდამცავებმა სამტრედიაში, მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულმა ქალმა ქმარი ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო […]

ვლადიმერ პუტინი – კროკუსზე თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ

რუსეთის ძალოვანი უწყებები იპოვიან ყველას, ვინც კროკუსზე ტერორისტული თავდასხმის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამ [ტერორისტულ] წრეში არ არსებობენ სანდო აგენტები. ისინი იქ ყველაფერს აკეთებენ ფულის გამო: ხელმძღვანელობენ მხოლოდ ფინანსური მიზნით და არა რელიგიური ან პოლიტიკური მოსაზრებებით. ასევე, ყველაფერი მარტივია და იყიდება: […]

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდებს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს. მათივე ცნობით, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული […]

ირანის სახელმწიფო მედია – სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. „სირიის დედაქალაქში, სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ირანის შვიდი და სირიის ექვსი მოქალაქე დაიღუპა“, – აცხადებს ირანის სახელმწიფო ტელევიზია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმისთვის ისრაელი დაისჯება. „ბოროტი სიონისტური რეჟიმი […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორია ინტენსიურ სამუშაო რეჟიმზე გადადის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი საგანმანათლებლო პროგრამის – გეოლოგია, სამივე საფეხურის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა – აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში განაგრძობს პროფესორ-მასწავლებლებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ლაბორატორიების განახლებაზე ინტენსიურ მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, აკრედიტაციის მზადების პროცესის ფარგლებში, ახლადდამონტაჟებული შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორიის სპეციალისტებს კარლსრუეს ტექნოლოგიური […]

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

18 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური […]

ხოდორკოვსკი: ამას არავინ დაივიწყებს, ეს პუტინისთვის ეპიკური ჩავარდნა იყო

ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი და ახლა პოლიტიკური აქტივისტი მიხაილ ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ მოსკოვის ტერაქტი პუტინისთვის უდიდესი პროფესიული ჩავარდნა იყო. მას ტერაქტის ორგანიზატორებთან დაკავშირებით კითხვები აქვს და აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი შედეგი რუსეთში რეპრესიების გამკაცრება იქნება.

The Insider-ის გამოძიების ავტორის კომენტარი საქართველოში ГРУ-ს შესაძლო მოქმედებაზე

საგამოძიებო-ჟურნალისტური პროექტი The Insider-ის ე.წ. ჰავანის სინდრომთან დაკავშირებული გამოძიების ერთ-ერთმა ავტორმა, მაიკლ ვაისმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) მოქმედება გასაკვირი არაა. გამოძიებაში, რომელიც გასულ დღეს გამოქვეყნდა, ნავარაუდები იყო, რომ ГРУ-ს სპეციალური დანაყოფი 29155 პასუხისმგებელია ე.წ. ჰავანის სინდრომზე – ჯანმრთელობის ანომალიურ გართულებებზე, რომლებიც ამერიკელ დიპლომატებსა და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სხვადასხვა […]

ტრანსგენდერებზე პოზიციის გამო, როულინგი არ უნდა დააკავონ – გაერთიანებული სამეფოს მთავრობა

ბრიტანეთის მთავრობამ ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ტრანსგენდერებზე შეხედულებების გამო ის არ უნდა დააკავონ. მთავრობის განცხადება მოჰყვა შოტლანდიაში სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ მიღებულ ახალ კანონზე როულინგის პოსტს. ორშაბათს, 1 აპრილს შოტლანდიაში ძალაში შევიდა ახალი კანონი სიძულვილის დანაშაულების შესახებ, რომელიც ასაკთან, შეზღუდულ შესაძლებლობებთან, რელიგიასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და ტრანსგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს, რომლებიც […]

მებაჟე ოფიცრებმა 53 010 000 რუბლის უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

18 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ყაზბეგი და სადახლო-საავტომობილო, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა, ჯამში 53 010 000 რუსული რუბლი გამოავლინეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და იუცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული […]