„ნაკრების გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ“ — ყოფილი ფეხბურთელი რუსულ კანონზე

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა ალადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიციირება საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მონიჭებული ბედნიერების, გამარჯვების და სიხარულის გაცამტვერების მცდელობაა: „სად მივდივართ? სად და ევროპაში! მე, როგორც ნაკრების წევრი, ბევრი წლის განმავლობაში, არ გაგიტარებთ ამ ბედნიერების, გამარჯვების და სიხარულის გაცამტვერების მცდელობას. როცა ამხელა სიხარული მოგვიტანეს გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა, […]
უკრაინისადმი იაპონიის მხარდაჭერა ურყევია – ტოკიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მისი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, რომ მას სურს გამოხატოს გულწრფელი პატივისცემა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ხალხის გამბედაობის მიმართ და იაპონიის პოზიცია ურყევია უკრაინის გვერდით დგომასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია იაპონიის საგარეო უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ორი […]
უძლიერესი მიწისძვრა ტაივანის ბოლო 25 წლის ისტორიაში

ცხრა ადამიანი ემსხვერპლა უდიდეს მიწისძვრას, რომლის მსგავსიც ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი, 50-ს კი ჯერ კიდევ ეძებენ. სეისმოლოგიური სადგურების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდის იყო და ის დილის 8 საათზე მოხდა, როცა ქვეყნის უმეტესი ნაწილი სამსახურისში ან სასწავლებლებში მიეშურებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შედარებით მეჩხერად დასახლებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე, […]
„ქართული ოცნება“ „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას კვლავ აპირებს

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას დღეს, 3 აპრილს გააცნო. როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ შეიცვლება. „საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა […]
,, დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან” – კობახიძის განცხადება
პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: ,,პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის […]
,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე“ – ლევან იოსელიანი

პარალმენტში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს: ,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!”
იოსელიანი: დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გამოყენებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმაურება. იოსელიანის განცხადებით, ეს დაუშვებელია და დეპუტატებს ეთიკის მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. “ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის […]
ონლაინ მედიები: არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას

ონლაინ მედიებმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საერთო განცხადება გაავრცელეს. “ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, […]
“გვსურს, უზბეკეთის ერთ-ერთ წამყვან საბანკო-საფინანსო ინსტიტუტად ვიქცეთ” – ოლივერ ჰიუზი TBC UZ-ის შესახებ

2023 წლის სექტემბრიდან, “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ბიზნესს ბრიტანელი ანტრეპრენიორი და მენეჯერი, ოლივერ ჰიუზი ხელმძღვანელობს, რომელიც, ამ დრომდე, მსოფლიოს უდიდესი ნეობანკის, Tinkoff Bank-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო, თხუთმეტი წლის განმავლობაში. როგორც ოლივერ ჰიუზმა უზბეკურ Weekly-სთან განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რის გამოც მან ახალი გამოწვევის ძებნა დაიწყო. ამ დროს, ბრიტანელს “თიბისი უზბეკეთის” გენერალური […]
„წლის ბოლომდე 12 ჰესის მშენებლობა დასრულდება“ – ლევან დავითაშვილი

„ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა/განვითარება,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა, მისი თქმით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. “ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი […]