შალვა პაპუაშვილი – შარშან უცხოელი აქტორი იყო, ვინც პირველად ახსენა ტერმინი „რუსული კანონი“ – ყველა, ვინც ავლებს პარალელს, ან წაკითხული არ აქვს, ან არაკეთილსინდისიერია, რადგან რუსეთთან რაიმე სახის შედარება, არის წმინდა ტყუილი

ვინც ავლებს პარალელს რუსულ კანონთან, ან წაკითხული არ აქვს არც ერთი და არც მეორე, ან არაკეთილსინდისიერია, იმიტომ, რომ რუსეთთან რაიმე სახის შედარება, ეს არის წმინდა ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, შარშან „აგენტების შესახებ კანონის“ ინიცირებისას ქართულ საზოგადოებაზე დეზინფორმაციული შტურმი მოეწყო. მისივე განცხადებით, უცხოელი აქტორი, […]
“ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა ნამდვილი სახე – გერმანელი დეპუტატი

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი ტომას ჰაკერი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს ე.წ. რუსული კანონის კიდევ ერთხელ ინიციირების გამო. როგორც გერმანელი პარლამენტარი წერს, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. “საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის ნაცვლად “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ცდილობს სამოქალაქო ორგანიზაციების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს”, – […]
ხაბეიშვილი ოცნებაზე: მათი გზავნილი არის ღია – არ უნდათ ევროკავშირის წევრობა

· 67 · · ივანიშვილის მთავარი ამოცანა, კარგად ესმის უკვე ყველას 12 წლის თავზე, რომ არის მხოლოდ დაპირისპირების გაღვივება. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღეც კი ვერ მოითმინეს, რომ ისევ ხელახლა შემოიტანეს ეს კანონი, რომელიც მინიმუმ, ხელშემშლელია ევროკავშირისკენ გზაზე. მათი გზავნილი არის ღია, დაუფარავი – მათ არ უნდათ ევროკავშირის წევრობა. არ უნდათ საქართველოს მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობა, არ უნდათ, […]
კურორტ “აბასთუმანს” 12 ახალი სასტუმრო შეემატება – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კურორტების განვითარების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში შეირჩა 60-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მათ შორის ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის, ტბის, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რომლებზეც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები მსოფლიოში წამყვანმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა მოამზადეს. მისივე თქმით 2024 წელს დამატებით იგეგმება 20-ზე მეტი […]
სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი აეროპორტში ვერ ჯდება

დღეს, 3 აპრილს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა.- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაფრენას ამ წუთებშიც [21:30] ცდილობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია, კერძოდ ქარი. batumelebi.ge
პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე პროექტის „საქართველო და ევროკავშირი” მონაწილეებს შეხვდა

პარლამენტის ვიცე სპიკერი, არჩილ თალაკვაძე საგანმანათლებლო პროექტის „საქართველო და ევროკავშირი” მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლზე. არჩილ თალაკვაძე მოსწავლეებს ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებების მიღების […]
4 აპრილს 20:00-ზე რუსული კანონის წინააღმდეგ საორგანიზაციო შეხვედრას გამართავენ

აქტივისტების მოძრაობები 4 აპრილს პარლამენტთან შეკრებას და რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების დაგეგმვისთვის შეკრებვას გეგმავენ. “3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით – „კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”. 4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, […]
“ხვალ, 20:00 საათზე გელოდებით პარლამენტთან, დავსახავთ პროტესტის გეგმას” – ტალღა/ჯიუტი

სამოქალაქო ორგანიზაციები ტალღა და ჯიუტი 4 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან საორგანიზაციო შეხვედრას აანონსებენ, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმაზე იმსჯელებენ. “3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით – “კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”. 4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი […]
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რატომ არ ასვენებთ გამჩენი?!

რატომ არ ასვენებთ გამჩენი?! – კითხვა, თუ შეფასება, რომელიც დღეს ბიძინას მარიონეტის ბრიფინგის შემდეგ არამარტო ქართულ სოციალურ ქსელებში დომინირებდა.. ოცნებამ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება გადაწყვიტა, თუმცა, ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი ტექსტში გამოყენებულია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. ერთი წლის წინ, ქართული საზოგადოების უმწვავესი პროტესტის ფონზე ოცნებას მისი უკან წაღება […]
„სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა“ – ივანე ჩხაიძე

„სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა“ – ივანე ჩხაიძე „გრიპი რჩება მთავარ ვირუსად”. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. „გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთი წამყვან ვირუსად. წინა კვირებთან შედარებით განსხვავება […]