რუმინეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, რომ საქართველოს გავლით ტვირთის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს

რუმინეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, რომ საქართველოს გავლით ტვირთის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს რუმინეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით კონსტანცის პორტში, საქონლის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მდივანმა ადრიან ჯორჯ ფოგისმა გააკეთა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მათ […]

სტამბოლი-ბათუმის რეისი რიზეში დაჯდა

თურქეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, ქალაქ რიზეში ჩაფრინდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან აეროპორტების გაერთიანების წარმოამდგენელი ამბობს, თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა. Flightradar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა თვითმფრინავი დაფრენას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.

ლევან ხაბეიშვილი დავითაშვილს – ბატონო ლევან, ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობთ და პარალელურად ქვეყანაში მილიონ ორასი ათასი ადამიანი ითხოვს სოციალურ შემწეობას, ხალხს კომუნალურის ქვითრის მოსვლის ტყვიასავით ეშინია – პრობლემებზე „ყური უნდა შეიბერტყოთ“

ბატონო ლევან, ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობთ და ამ დროს კი პარალელურად ქვეყანაში მილიონ ორასი ათასი ადამიანი ითხოვს სოციალურ შემწეობას, ხალხს კომუნალურის ქვითრის მოსვლის ეშინიათ. ამ ქვეყანაში გაჭირვება არის ძალიან დიდი პრობლემა და უნდა აღიაროთ, რომ 12 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაგიდიათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში […]

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ […]

შალვა პაპუაშვილი – როცა უცხოური ორგანიზაცია შემოდის, მნიშვნელობა არ აქვს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან და გვეუბნება, რომ ჩვენთვის სიკეთე უნდა, ქართველ ხალხს არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა სიკეთეა ეს? – თუ ვიღაც რაღაცას მალავს, ე.ი. დასამალი აქვს

აღმოჩნდა, რომ ტერმინი „აგენტები“ არ ყოფილა პრობლემა – ესეც აბსურდია, რომ ტერმინი „აგენტი“ „ჯაშუშს“ გაუთანაბრეს, მაშინ, როდესაც ქართულ სამართალშიც „აგენტი“ სხვანაირად გვაქვს განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში“ ევროპული დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, დასვას კითხვა, რა […]

პროკურატურამ ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წაუყენა

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრ ზურაბ მახარაძეს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წაუყენა. როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას. “საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, […]

“ბოლო სამი წლის განმავლობაში, $5 მლრდ-ზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდეთ” – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის დროს, დეპუტატი დავით ხაჯიშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეხებოდა. დეპუტატის თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ქართული საინვესტიციო კლიმატი მისაღები არ არის, მიუხედავად სხვადასხვა პრივილეგიისა, რომელიც საქართველოს აქვს (მაგ. უვიზო მიმოსვლა ევროპაში). დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს, მშპ-სთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი […]

სტოლტენბერგი: ფხენიანისა და თეირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას სერიოზული გლობალური შედეგები აქვს

ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას სერიოზული გლობალური შედეგები აქვს, რასაც ვერ უგულებელყოფს 32-წევრიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 3 აპრილს. ფხენიანმა რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტები და სხვა იარაღი, ირანი კი მოსკოვს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის. ისინი ხშირად გამოიყენება უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშებისას. საპასუხოდ რუსეთი მათ აწვდის ტექნოლოგიას და […]

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის, გაყურებინეთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, დაბრუნდებიან ემიგრანტები, შეიქმნება სამუშაო ადგილები – ეს იქნება სასჯელი

ცვლილებების დროა და მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის – გაყურებინეთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, როგორ დაბრუნდებიან ემიგრანტები, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეს იქნება სასჯელი თუ როგორ შენდება ქვეყანა, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში მიწვეულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ. როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ხელისუფლება აცდენილია იმ საჭიროებებს […]

შალვა პაპუაშვილი – გამჭვირვალობის კანონპროექტზე სხვადასხვა პირს ვესაუბრე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩსაც – ისინი ხელებს შლიან, არ იციან ფული როგორ იხარჯება – თუ ევროკავშირი ფულს ასე არიგებს, მაშინ ესეც თქვან

საელჩოს თხოვნით მივმართე, რომ ქართული საზოგადოებისთვის არასამთავრობო პროექტების დაფინანსების საჯაროობა უზრუნველყონ – თუ ევროკავშირი პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რომ მათი ფული კანონის გვერდის ავლით იხარჯება და თუ ფულს ასე არიგებს, მაშინ ესეც უნდა თქვან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპული ფულით დაფინანსებულ პროექტებზე საუბრისას, ევროკავშირის […]