საფრანგეთის მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს „კროკუსის“ ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირება

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ 3 აპრილს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. ამის შესახებ საფრანგეთის მასმედია და საერთაშორისო სააგენტოები იტყობინებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გავრცელებულა. როგორც საფრანგეთის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ლეკორნიუმ საფრანგეთის სახელით სოლიდარობა გამოუხატა მოსკოვის გარეუბანში საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ დაღუპულებს. 22 მარტის ტერაქტის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა. […]
მილერი რუსულ კანონზე: მხოლოდ იმას ვიტყვი, ამ კანონს ათიათასობით ადამიანი აპროტესტებდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობასთან” დაკავშირებული რუსული კანონპროექტის რეინიციირებას გამოეხმაურნენ და მმართველ პარტიას შეახსენეს, რომ გასულ წელს ამ კანონს ათიათასობით ადამიანი აპროტესტებდა. ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საუბრების დაწყების პროცესში დაეხმაროს. “ვნახეთ ცნობები, რომ განიხილავენ ამ კანონმდებლობის შესაძლებლობას და […]
KHIDI: საზოგადოებას შესწევს ძალა, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს რუსულ კანონს

კლუბი KHIDI ქართული ოცნების მიერ ხელახლა დაინიცირებული უცხოელი აგენტების რუსული კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს: “2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, […]
“ეს დედამო@@ნულები, ვერ იტანენ ერის სიმშვიდეს და სიხარულს” – ყალაბეგაშვილი

ეს დედამო@@ნულები, ვერ იტანენ ერის სიმშვიდეს და სიხარულს… ასე ხელისუფლებას საკუთარი ერის ერთიანობა და სიხარული სძულდეს, არც ვიცი, არც მსმენია… არა, რუსულ კანონს კი არა, სანამ ამათ საბოლოოდ არ მოე@@ვნებათ პატრონი, მაქამდე იქნება ეს ,,არა” ამას, ,,არა” იმას… ოპოზიცია რომ ვარგოდეს, ევროპის ჩემპიონატს მშვიდად და ამათ გარეშე აყურებინებდა ერს… რაც არი ეგ არი, გვიწევს გაზი, […]
“გამყიდველი ეუბნება რაღაცას რუსულად, გოგომ, ეშმაკი თავი გაბიათ ქალბატონო, ქართველი ვარო” – ბაქანიძე

ზუბალაშვილის მარკეტში შემოდის ქერა მაღალი გოგო, უამრავი ტატუთი, მათ შორის სახეზეც. არჩევს თაროებზე რაღაცეებს და ამასობაში ორივე გამყიდველმა ქალმა იმენა დაასაფლავა ეს გოგო ჭორაობით: ფუ რასა გავს ეს ქვაზე დახატული ეშმაკიო, ერთი ამბობს. მეორემ – ჩუმად ქალო არ გაიგოსო. ეს პასუხობს, ვერა ხედავ უცხოელი ტურისტია რა უნდა გაიგოსო. ა, ხო, ქართველს არა გავსო, მიდი შენ […]
“ქართველი მარგალიტის დაკარგვა დამღუპველია – ტიფოზერია შეშფოთებულია” – იტალიური მედია

Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ნახევარი ევროპაა დაინტერესებული, კონტრაქტის განახლებამდე აგენტებს სურთ ინგლისის პრემიერლიგის კლუბების მისდამი დაინტერესების დონე გაიგონ, დე ლაურენტისი რისკავს, რამეთუ შეთავაზებული სეზონური 3 მილიონი ევრო შემდგომი 4 წლის განმავლობაში შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, ამიტომ ხელფასის უფრო მეტად გაზრდა მოუწევთ და ეს საკითხი პრიორიტეტულია. ამ თემას spazionapoli გამოეხმაურა. პრემიერლიგის წყალქვეშა დინებები და აგენტების […]
WhatsApp-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Meta-ს სოციალური ქსელების, WhatsApp-ისა და Instagram-ის მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან წერენ, რომ აპლიკაციები ზოგიერთ რეგიონში გაუმართავად მუშაობს. მომხმარებლების ცნობით, WhatsApp-ის აპლიკაცია არ იხსნება, ან არ შეუძლიათ მესიჯების გაგზავნა. ზოგიერთი ვერ ხსნის პროგრამის ვებვერსიას. რაც შეეხება Instagram-ს, მისი მომხმარებლები სხვადასხვა პლატფორმებზე წერენ, რომ არ შეუძლიათ პოსტების დადება, “სთორის” გახსნა. სოციალურ ქსელ Reddit-ზე მომხარებლები ამბობენ, რომ გარკვეული ხარვეზებით […]
არჩევნების შემდგომი არეულობა თურქეთის ნაწილში – დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი – დაშავდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ახლადარჩეული მერის ოპონენტებსა და მხარდამჭერებს შორის შეტაკებისას ოპოზიციის კანდიდატის ძმა დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ინციდენტი ძირითადად ქურთებით დასახლებულ რეგიონში მოხდა. შეტაკება პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის პარტიის მხარდამჭერებსა და ოპოზიციური პარტიის, “დევას” მხარდამჭერებს შორის მოხდა. დაპირისპირება სამშაბათს ღამით, ქალაქ სიირტის პერვარის რაიონში დაფიქსირდა. კვირას ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რეგიონების უმეტესობაში, მათ შორის ქვეყნის […]
მილერი: “ამ კანონის უარსაყოფად გასულ წელს ქუჩაში ათობით ათასი ქართველი გამოვიდა”

საქართველოს მმართველი გუნდის მიერ, ე.წ. “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” თაობაზე კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიცირების გეგმას გამოეხმაურნენ სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა შარშან განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ ეს იყო კანონპროექტი, რომელმაც უამრავი ადამიანი საპროტესტოდ ქუჩაში გამოიყვანა. “ჩვენ ვნახეთ ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ განიხილონ ეს შესაძლო […]
“ბიძინას რომ დედას აგინებდით ეს ზღაპრის სიზმარი იყო?” – მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა: ამის დედა ვატირე, ამას მიმალავდით რომ ზღაპარში ვცხოვრობ? ამათი მმართველობის დროს რომ ორი ინფარქტი გადავიტანე, ეგ ილუზიაა ჩემი? ყველაფერი რომ წამართვეს – ეგ ზღაპრის ბოლოს მიბრუნდება? 37 წელს რომ გვიწყობენ – ადამიანებს სალამი გაძვირებული აქვთ – ეგ რომელი ზღაპრის ანალოგიაა? ბიძინას რომ ღია ეთერში დედას აგინებდით ეს ზღაპრის სიზმარი იყო? მედიას სახე […]