,,გაიღიმეს” ავტორები – ,, ვკრძალავთ, სიმღერის ყველანაირი პოლიტიკური მიზნით გამოყენებას”

ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერა „გაიღიმეს“ პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სიმღერის ავტორები ერთობლივად ავრცელებენ. სიმღერის ავტორები ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს უპირისპირდებიან, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „აქციის საუნდრეკი გვაქვს – ზღაპრის ბოლო კთილია. ესეც საქმეა”. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ […]
შალვა პაპუაშვილი – დღეს, ჩვენ ვხედავდით ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ, ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, ეს ზუსტად ის ორგანიზაციები არიან, ვინც უარს ამბობენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე

შარშან ჩვენ, ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში იქნებოდა გამჭვირვალე და მოგვატყუეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე. „დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მქონდა კომუნიკაცია […]
ირანი დამასკოში მის საელჩოზე თავდასხმისთვის სათანადო პასუხის შერჩევას ცდილობს

ირანი სირიაში მის საელჩოზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ დილემის წინაშე დგას: როგორ უნდა უპასუხოს მომხდარს ისე, რომ თავიდან აიცილოს უფრო ფართო კონფლიქტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსების აზრით, თეირანს არ სურს. 1 აპრილს დამასკოში ირანის საელჩოს შენობაზე თავდასხმის შედეგად, ორი ირანელი გენერალი და ხუთი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ შურისძიების პირობა დადო. თეირანს […]
WU19 | ჩრდ. ირლანდია 5:0 საქართველო

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველი მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიის ასაკობრივ გუნდთან გამართა. მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 6 აპრილს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. nakrebi.ge
“ივანიშვილი ნობელის პრემიაზეა წარსადგენი” – სამადაშვილი

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი: ადამ და ევას ცოდვისა და ნეკნის ამბიდან დაწყებული და დღემდე, ქალის ბოროტი საწყისის, მისი მეორე ხარისხოვანი როლის შექმნაზე დაიხარჯა კაცობრიობის ინტელექტუაური რესურსი….მრავალი საუკუნის მანძილზე… ქალის, როგორც მეორე კლასის მოქალაქის აღქმაზეა დაშენებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ინსტიტუციებიც-ასევე მრავალი საუკუნის მანძილზე და ფაქტიურად ყველგან მსოფლიოში. მე-19 საუკუნიდან დაიწყეს ქალებმა ბრძოლა ქალთა, როგორც ადამიანთა […]
ისრაელ-ჰამასის ომი ძალიან დიდ პრობლემას უქმნის აშშ-ს ხელისუფლებას – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: ბოლო დღეებია ისრაელი საბრძოლო მოქმედების ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული: თუკი გუშინ სამხრეთ ლიბანში პრო-ირანული, შიიტური ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ალ-ზინი მოკლეს დღეს სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულო იქნა დაბომბილი, რის შედეგადაც სამი ირანელი გენერალი მოკლეს. მათგან ერთ-ერთი მოჰამედ რეზა ზაედია, ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქუდსის ელიტური […]
,,საზოგადოებას შესწევს ძალა, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს რუსულ კანონს” – Khidi

,,კომერსანტი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია. დღეს, როდესაც […]
კლუბი ხიდი: რუსული კანონის დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ერის ისტორიულ არჩევანს

კლუბი ხიდი ქართული ოცნების მიერ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას Facebook პოსტით ეხმაურება და წერს, ხელისუფლება ამით ერის ისტორიულ არჩევანს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. კლუბი ხიდი აღნიშნავს, რომ გასული წლის მარტში ხელისუფლების ამ მცდელობას მოქალაქეებმა კონსოლიდირებული ძალით უპასუხეს და ახლაც შესწევთ ძალა, მას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. “ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში […]
აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ცემა-ტყეპა გველის – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონპროექტს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 1 წლის შემდეგ კვლავ დააინიცირა. “ერთხელ ხომ აწვალეს და კინაღამ ამობრუნდა ეს ქვეყანა. არ უნდა გავიდეს კანონი. ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალეა. აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ცემა-ტყეპა გველის”- განაცხადა ელისაშვილმა 3 აპრილს, პარლამენტში. შეგახსენებთ, 3 აპრილს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ქართული […]
გასულ წელს ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ამ კანონის მიღებაზე უარის სათქმელად – სახელმწიფო დეპარტამენტი

3 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა და თქვა, რომ გასულ წელს, იმავე შინაარსის კანონპროექტის წინააღმდეგ, ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩაში, “ევროპული ამბიციების დასაფიქსირებლად”. “ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომ ისინი [“ქართული ოცნება”] განიხილავენ პოტენციურ კანონპროექტს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა ევროპული ამბიციები დაეფიქსირებინათ […]