Reuters – საფრანგეთი უარყოფს უკრაინის საკითხის განსახილველად რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვის მზადყოფნას

საფრანგეთის ხელისუფლება უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ მათ გამოთქვეს მზადყოფნა უკრაინის საკითხზე დიალოგის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად. “ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არასოდეს გამოგვიჩენია მზადყოფნა უკრაინაზე დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან რაიმე მსგავსისთვის”, – ციტირებს Reuters-ი წყაროს, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელია. შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის […]

იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ფუკუშიმას პროვინციაში, ადგილობრივი დროით 12:16-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრა იაპონიის ქალაქ მინამისომადან 83 კილომეტრის მოშორებით, 40 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართება

9️ აპრილს, 1️5️:0️0 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართება. ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიიდან 35 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ეძღვნება. „საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ფოტოები და დოკუმენტები, რომელიც ქრონოლოგიურად აღადგენს 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ექსპოზიცია მოიცავს 9 აპრილის […]

სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე: დააზიანებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას

აშშ-ს სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას საერთო განცხადებით ეხმაურებიან. მათი თქმით, რუსული კანონი შეაფერხებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას. “ძალიან გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა აბრუნებს უცხოეთის აგენტების კანონს. ეს კიდევ უფრო დაყოფს ქვეყანას. ის ჰგავს იმ კანონებს, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და პოლიტიკური ოპოზიციის დასახშობად იყენებს” – […]

თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას „საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. 1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, […]

რუსეთში კვერცხის წარმოება გაიზარდა და გაზრდილი თურქული იმპორტი კვლავ შეგვაწუხებს – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

იმპორტირებული კვერცხი ადგილობრივი წარმოებისთვის კვლავ პრობლემად რჩება, ამის შესახებ „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი კვერცხი ისევ საქართველოში წამოვიდა, ასევე დაფიქსირდა ფაქტი, რომ 3 მარტს წარმოებული კვერცხი, რომელსაც შენახვის ვადა ჰქონდა 21 დღე, ერთთვიანი ვადით ბაზარზეა გამოსული. „დარღვეულია მარკირების და ეტიკეტირების წესიც, რუსეთში წარმოება გაიზარდა და გაზრდილი თურქული […]

ავსტრიული მედია საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტუმრობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში საქართველოს პოპულარული სათხილამურო გამოცემის downdays.eu ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები: კლემენს ბართლი, გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ. ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული. ინფლუენსერები თეთნულდიდან და უშბიდან […]

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების […]

საქართველოს ეროვნული პლატფორმა – „ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას ევროინტეგრაციისკენ – პლატფორმა აჩერებს პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით – აღარ დაბრუნებოდა ე.წ. „აგენტების შესახებ” კანონს,- ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ისინი ეწინააღმდეგებიან ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს, საქართველოს […]

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა. თბილისში დააკავეს.პატრულ-ინსპექტორებმა ე.ა.-ს ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული […]