შოიგუ: იმედია, მოსკოვის ტერაქტის უკან საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ იმედოვნებს, მოსკოვის ტერაქტის უკან საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან. “კიევის რეჟიმი არაფერს აკეთებს დასავლელი ზედამხედველების მხარდაჭერის გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან [მოსკოვის ტერაქტის] უკან” – თქვა სერგეი შოიგუმ. ამის შესახებ განცხადება შოიგუმ სებასტიან ლეკორნუსთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა […]

„სილქნეტიდან“ აბონენტების მონაცემების გაჟონვის საქმეზე 23 წლის პირი დააკავეს

სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ კომპიუტერული სისტემიდან ათასობით მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. უწყების განცხადებით ირკვევა, რომ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით დაეუფლნენ 5000-მდე აბონენტის პერსონალურ მონაცემებს. „[დაკავებული] არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას“, – წერია შსს-ს განცხადებაში. 23 წლის კაცს 6 წლამდე პატიმრობა […]

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა

იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი მიმდინარეობს. ტურნირში საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 20:19 მოიგო. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრანგების გამარჯვებით 19:10 დასრულდა. „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშში სხვაობა მეორე ტაიმში დავით წიკლაურის ზუსტად შესრულებული ჯარიმის შედეგად შეამცირეს. მატჩის დასასრულს ანრი შველიძემ ლელო დადო, გივი სირბილაძემ კი გარდასახვა გაიტანა, შედეგად შეხვედრა ქართველების […]

Silknet-დან მოქალაქეების მონაცემების უკანონოდ დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს […]

WhatsApp-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Meta-ს სოციალური ქსელების, WhatsApp-ისა და Instagram-ის მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან წერენ, რომ აპლიკაციები ზოგიერთ რეგიონში გაუმართავად მუშაობს. მომხმარებლების ცნობით, WhatsApp-ის აპლიკაცია არ იხსნება, ან არ შეუძლიათ მესიჯების გაგზავნა. ზოგიერთი ვერ ხსნის პროგრამის ვებვერსიას. რაც შეეხება Instagram-ს, მისი მომხმარებლები სხვადასხვა პლატფორმებზე წერენ, რომ არ შეუძლიათ პოსტების დადება, “სთორის” გახსნა. სოციალურ ქსელ Reddit-ზე მომხარებლები ამბობენ, რომ გარკვეული ხარვეზებით […]

ეს მამარდაშვილის წასვლის დადასტურებაა? – “ვალენსიამ” გამოცდილ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია

რატომ არ ურჩევ ცუდი გუნდია ნიუკასლი? ნიუკასლი ცოტა ხანში გახდება სიტის ნაირი გრანდი ერთი ორი სამი წელია საჭირო და ნახავდ როგორი გუნდი გახდება კაჭკაჭები . გიორგი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ამინ ამინ ამინ

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების თემაზე, მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების მერების კონფერენციის სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში საშუალოვადიანი ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის პროცესის განხილვა და სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმება. „ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა […]

ტრავმის გამო ჯეიკ სალივანის საუდის არაბეთში ვიზიტი გადაიდო

ტრავმის გამო ჯეიკ სალივანის საუდის არაბეთში ვიზიტი გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ავრცელებს. ჯონ კირბის ცნობით, მიმდინარე კვირაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საუდის არაბეთში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა მისი ვიზიტი გადაიდო, რადგან ნეკნის ტრავმამ მის მოგზაურობის უნარზე იმოქმედა. „ტრავმის მიზეზი უმნიშვნელო შემთხვევა […]

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით რეგიონალური გამარჯვებულები გამოავლინა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. Global Finance-ის რედაქტორებმა გამარჯვებული ბანკები აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანის, კარიბის ზღვის, ცენტრალური ამერიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის თითქმის 150 ქვეყნიდან შეარჩიეს. გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, […]

ონკოპაციენტების ნაწილი, 8 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან საპროტესტო აქციას იწყებს

ონკოპაციენტების ნაწილი, 8 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან საპროტესტო აქციას იწყებს. როგორც ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელმა, გვანცა აფხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ. როგორც გვანცა აფხაიძე აღნიშნავს, ძალიან ცუდი იქნება, თუ ჯანდაცვის მინისტრს ის გუნდი ეყოლება, რომელმაც 2 წელი ონკოპაციენტების პროექტი ხარვეზით აწარმოა. მისივე […]