თურქეთიდან საქართველოში მიგრანტები უკანონოდ გადმოიყვანეს – დაკავებულია 5 პირი

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს […]

თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა – ეროვნული ბანკი

თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.9%-ით დაიკლო და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 5.1%-ით 29.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.”თებერვალში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები […]

ბრუკლინში, “თვისტომის” ოფისში, ემიგრანტებისთვის სამედიცინო კვლევები ჩატარდება

27 აპრილს, ბრუკლინში, “თვისტომის” ოფისში, ემიგრანტებისთვის სამედიცინო კვლევები ჩატარდება. „დღეს საკმაოდ მომატებულია ქალებში მკერდის, საკვერცხეების, ენდომეტრიუმის, ხოლო მამაკაცებში სწორი ნაწლავის, პანკრეასის, კუჭისა და პროსტატის ჯირკვლის სიმსივნეები. ამიტომ, “თვისტომში” დავიწყეთ სიმსივნურ მარკერებზე ლაბორატორიული ანალიზი. ყველას გვესმის რომ სიმსივნე ვერაგი დაავადებაა, რადგან რთულად მოსარჩენია და საკმაოდ გვიან სტადიებზე ვლინდება მაგრამ სწორედ მისი დროული დიაგნოსტიკა არის გადარჩენის ყველაზე […]

ლიბერთი Aktif Bank-ის კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა

ლიბერთი, თურქული Aktif Bank -ის შვილობილი, ფულადი გზავნილების უმსხვილესი კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა. პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლიბერთის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა, UPT -ის გენერალურმა დირექტორმა მურატ კაშტანმა და დირექტორმა ქენ გიურპინარმა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და ბევრად შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, მხოლოდ […]

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს […]

საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში, უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის […]

თებერვალში მშენებლობის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა – მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. უწყების ცნობით, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. “წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, […]

„საქსტატი“ – 2024 წლის თებერვალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული […]

მეთიუ მილერი – ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას – მოვუწოდებთ მთავრობას, მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს

ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ში (Twitter) დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მისწრაფებებს მიჰყვეს. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში […]

„ნიუ ჰოსპიტალსს“ საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა

„ნიუ ჰოსპიტალსს“ სამედიცინო პროცესების და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა და ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადაეცა. გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ აუდიტორები „ნიუ ჰოსპიტალსს“ მონიტორინგის მიზნეთ ეწვივნენ და შეფასების პროცესი კლინიკის ადმინისტრაციულ და სამედიცინო პერსონალთან ერთად წარმართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კლინიკის ხარისხის მენეჯმენტი შეაფასეს KTQ-ს სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორიც არის პაციენტებსა და […]