„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024“ გაიმართება

7 აპრილს, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, გაესაუბრონ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, რომელიც დასახული […]

რატი იონათამიშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია – შეუძლებელია გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ, თუ ვინმე პოზიტიურ კონტრიბუციას ახორციელებს

შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაუშვებელი და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ცხადია, ეს ინიციატივა არანაირ პროექტს, არანაირ მხარდაჭერას ხელს არ შეუშლის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შშმ პირების განცხადებას, რომლებმაც მოუწოდეს „ქართულ ოცნებას”, არ მიიღონ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტი. იონათამიშვილის […]

IDFI: სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება გააჩერა

„ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი“ (IDFI) აცხადებს, რომ როგორც მათთვის 4 აპრილს გახდა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ორგანიზაციის განცხადებით, ამ მოსამართლეთა შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ სანქცირებული ორი მოსამართლე — მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. IDFI-ის განცხადებით, 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ […]

NGO-ები: სასამართლომ 4 მოსამართლის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეებს შორის აშშ-ს მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძეც არიან. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. არასამთავრობოების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ 27 მოსამართლე შეარჩია, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2024 წელს უნდა შემოწმებულიყო. NGO-ების ინფორმაციით, კომისიამ […]

სასაზღვრო პოლიციამ უკანონოდ საზღვრის კვეთის და მიგრანტების გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი […]

ჯონსონი: ბაიდენის ულტიმატუმები ჰამასისკენ უნდა იყოს მიმართული, და არა – ისრაელისკენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიჯ ჯონსონი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მიმართ გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გუნდი ისრაელს ღაზაში პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ. მაიკ ჯონსონის თქმით, “პრეზიდენტის ულტიმატუმები ჰამასისკენ უნდა იყოს მიმართული, და არა – ისრაელისკენ”. მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, ღაზის სექტორში დაიცვას […]

ბაიდენი: თუ ისრაელი არ დაიცავს მოსახლეობას, აშშ ღაზასთან მიმართებით პოლიტიკას გადახედავს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, ღაზის სექტორში დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოება. ბაიდენის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს მოუწევს ღაზასთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკის გადახედვა. “დღეს, მე ვესაუბრე პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს, რათა მეთქვა, რომ ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმა და ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში მიუღებელია. ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისა […]

საბერძნეთში ქართველთა დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს – მათ 700 000 ევრომდე ღირებულების ნივთები მოიპარეს

საბერძნეთში სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა 2021 წლიდან გატეხეს 16 სახლი, ზარალი კი 700 000 ევრომდეა.

რა განსხვავებებია მცირე, მიკრო და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

იურისტმა, სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა და ბიზნეს მრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში – „კომერსანტის დილა“, ისაუბრა თუ რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მცირე, მიკრო და ინდივიდუალური მეწარმეები. მისი თქმით, ინდივიდუალურ მეწარმე ფართო ცნებაა. „ინდივიდუალურ მეწარმე – ესაა იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. მას აქვს ის თავისებურება, რომ შეუძლია სამეწარმეო საქმიანობა განახორციელოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ოჯახისწევრებთან ერთად […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024“ გაიმართება

7 აპრილს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, გაესაუბრონ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. […]