“რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია” – “ურალის” მცველმა “რეალის” შემტევზე ისაუბრა

“ურალის” ცენტრალურმა მცველმა ემერსონმა Sport Express-თან ინტერვიუში რასიზმის შესახებ ისაუბრა. უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ვინისიუსი ამ თემაზე ზედმეტად ხშირად საუბრობს. “საუკეთესო თავდაცვა რასიზმისგან? ყურადღების ნაკლებად მიქცევა, თუმცა ვინისიუსი ძალიან ემოციურია და ასე ამ პრობლემასთან გამკლავება გაუჭირდება. არ ვფიქრობ, რომ რასიზმის თემა აქტუალური უნდა იყოს, უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არ მაწუხებს და ყურადღებას […]

“ახლა სახ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერსაც გამოცვლიან და ყველაფერი კარგად იქნება…” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებებს, რომ აშშ–ს ახალი ელჩი არ აკეთებს მკვეთრ განცხადებებს “რუსულ კანონზე”, ეხმაურება და წერს: ახალი ელჩის იმედი ხომ აქვთ, ახლა სახ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერსაც გამოცვლიან და ყველაფერი კარგად იქნება…. ცნობისთვის, სახდეპის პრეს–სპიკერის უმკაცრესი განცხადება საქართველოში აშშ–ის საელჩომ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა: კანონპროექტი საქართველოს ჩამოაშორებს ევროპის გზას – სახდეპი ოცნებას

“პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული ფინანსები” – რატომ არ სურთ მოსამართლეების ქონების შემოწმება?

მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი, რომელმაც თავადვე მოითხოვა სასამართლოსგან, ამოეღოთ მისი სახელი იმ 300–კაციანი სიიდან, რომელთა ქონების შემოწმებასაც ანტიკორუფციული გეგმავდა, წერს: მსურს გამოვეხმაურო ქართული ე.წ. არასამთავრობო სექტორის და ზოგიერთი ანგაჟირებული მედია-საშუალების მიერ მორიგ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს, რომელიც, რატომღაც, ,,სკანდალურ ინფორმაციად“ მოინათლა, არადა – საკითხი, თავისი შინაარსით, უმარტივესია და წარმოადგენს ყოველი ადამიანისათვის კონსტიტუციით გარანტირებული, სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციას […]

პაპუაშვილი „აგენტების კანონზე“: ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების სურვილს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის. ამაზე მან პარლამენტში ილაპარაკა, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ხელს ხომ არ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. „რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?! – ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ის, რასაც აკეთებს […]

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი: არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა IDFI-ის ცნობას, რომლის თანახმად, სასამართლომ შეაჩერა ოთხი მოსამართლის, მათ შორის, მეთოფიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების შესახებ „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება. მოსამართლე აცხადებს, რომ არ ეშინია ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცედურის და სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაზე მიუთითებს. „დავიწყებ […]

ილიაუნის სტუდენტები, საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, სამართლის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობენ

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს, საქართველოს ბანკი საერთაშორისო კონკურსზე ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდის სპონსორია. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესზე, ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვა. ახლა კი საერთაშორისო რაუნდში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში 30 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით იმართება. ფინალში საქართველოს წარადგენენ: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ […]

გვიყარონ ამ რუსის გაგდებულმა ღორებმა კაკალი – ჩერგოლეიშვილი

რაღაც პუნქტები ვნახე, კანონი რუსული იმიტოა, რომ ევროკავშირს მტრად აცხადებსო. ევროკავშირის მტრად გამოცხადება არის მეასეხარისხოვანი! ამ კანონის რუსულობა იმაშია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს: 📍 თავისუფალ მედიას; 📍 თავისუფალ სასამართლოს; 📍გაწონასწორებულ, დემოკრატიულ სისტემას; 📍ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენას; 📍 ქართული ოჯახების გაძლიერებას, ანუ ყველაფერს რაც ქართულია, რაც ეროვნულია, რასაც შეეწირა ილია ჭავჭავაძე, რისთვისაც შვრებოდა ვაჟა ფშაველა, რასაც […]

„ხალხური რეწვა აჭარაში“ – ბათუმშიკიდევ ერთი ახალი წიგნი მზადდება

„ხალხური რეწვა აჭარაში“ ამ სახელწოდებით ბათუმში ახალი სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალ სახელმძღვანელოს რეგიონში არსებული და მივიწყებული რეწვის დარგების პოპულარიზაციის მიზნით ამზადებს. წიგნის მოსამზადებლად აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა. მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. წიგნის […]

China Southern Airlines-ი თბილისის მიმართულებით სიხშირეების გაზრდას გეგმავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე სიხშირეების გაზრდას გეგმავს. ,,ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო […]

შალვა პაპუაშვილი – გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები პირდაპირი დეზინფორმაციაა, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით – ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს

„ენჯეოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანია უცხოური ფულით ფინანსდება. „ნახავდით სოცქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს ფინანსდება უცხოური ფულით. ეს კამპანია უცხოური დაფინანსებით წარმოებს, […]