ლევან ხაბეიშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაიას დანიშვნაზე – პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ თანამდებობაზე – რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს, 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენიათ

კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, ეს ნიშნავს ერთ რამეს – მათ არ აღელვებთ სახელმწიფოს, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არც ერთი! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნასთან […]

„უცხო ძალა“ მეგობრულად ნამდვილად არ ჟღერს, როცა დახმარება პარტნიორებისგან მოდის – ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი, აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ხელახლა სცადოს „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება. „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტში სიტყვები, „უცხო ძალა“, ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან მოდის“, – წერს ელჩი კუბერნატი X-ზე (ყოფილ ტვიტერზე). „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის […]

ხაბეიშვილმა და ვაშაძემ “დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას” პრეზენტაცია წარადგინეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში “დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას” პრეზენტაცია წარადგინეს. “ჩვენ დღეს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად გვინდოდა წარმოგვედგინა, თუ რა არეალობაში ცხოვრობს დღეს საქართველო. კაპიკები ხელფასების სახით, გაზრდილი ფასები, რომელიც ყოველდღე გაუსაძლის ხდის ქვეყანაში ცხოვრებას და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადის ქვეყნიდან. ეს არის […]

ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტები ოცნებას მოუწოდებენ, უარი თქვას რუსულ კანონზე

ევროპის 13 სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, უარი თქვას არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე. საერთო განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიტვის, ლატვიის, ნორვეგიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უცხო ძალების გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაბრუნება სერიოზულად აკნინებს საქართველოს დიდი […]

ბი-ბი-სი და მედიაზონა უკრაინასთან ომში 50 ათასი რუსი ჯარისკაცის სიკვდილს ადასტურებენ

ბი-ბი-სი-ს და მედიაზონის ჟურნალისტებმა დაადასტურეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგრუსეთის 50 ათასი ჯარისკაცის სიკვდილი. მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომელთა ბედის შესახებ ახლობლებმა ვერაფერი შეიტყვეს ორი წლის განმავალობაში. ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ეწევიან დაღუპული ჯარისკაცების აღნუსხვას საჯარო წყაროების საშუალებით: მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებების და ადგილობრივი მედიის და იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები […]

#WinningFormula: Aimbridge Hospitality-ს როლი თბილისის პირველ ბრენდულ რეზიდენციებში

Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ბრენდული რეზიდენციების წარმატებული საინვესტიციო მოდელისა და მაღალი უკუგების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა, საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality-ია, რომელიც ინვესტორისთვის – აპარტამენტის მართვას, გაქირავებას, დატვირთულობის მაჩვენებლის მონიტორინგს, ოპერირების დეტალიზაციასა და სტრატეგიის შემუშავებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების, წამყვან ბრენდებთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და უმსხვილესი სტუმარმასპინძლობის პორტფელით, Aimbridge Hospitality ყველაზე დიდი, დამოუკიდებელი მენეჯმენტ კომპანიაა მსოფლიოში, […]

ზუგდიდში ქალი მოკლეს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი. შემთხვევა დევნილთა დასახლებაში, მოხდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ მოკლულის ოჯახის ერთ-ერთ წევრს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გუბერნატორი – როსტოვში, დრონის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა

როსტოვის ოლქში დრონის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით იუწყება. „მოროზოვსკის რაიონში, აეროდრომიდან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთ ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, რვა ადამიანი დაშავდა“, – აცხადებს გუბერნატორი. მანამდე, Reuters-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ როსტოვის ოლქში, რუსეთის […]

ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია „ენმ“ სახელი შეიცვალა – მისი სახელწოდებაა „ახალი“

ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია „ენმ“ სახელი შეიცვალა და მისი სახელწოდებაა „ახალი“. ფრაქციის წევრების განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა მხარს ღიად უჭერენ ნიკა მელიას გუნდს და შესაბამისად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მის პარტიას ოფიციალურად უერთდებიან. ფრაქცია “ახალში” საკრებულოს 14 წევრი ირიცხება. დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაგეგმილი იყო ფრაქცია “ახლის” ცნობად მიღება, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. “გუშინწინ ფრაქციის […]

გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები პირდაპირი დეზინფორმაციაა

გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები პირდაპირი დეზინფორმაციაა “არასამთავრობოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანია უცხოური ფულით ფინანსდება. „ნახავდით სოცქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც […]