„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ საქართველოს შესახებ რეზოლუციით ხელისუფლებას მოუწოდებს უმრავლესობის მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვას

„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ საქართველოს შესახებ რეზოლუციით ხელისუფლებას მოუწოდებს უმრავლესობის მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვას. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი“ „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახლა შემოღებას განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ნაბიჯს ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერების და საზოგადოებრივი კონტროლის შესამცირებლად მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოს სრული მიტაცების და დემოკრატიული ინსტიტუტების, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის და […]
Aqualia-მ „ჯივიპის“ ავტოპარკის განახლებისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა

ესპანური კომპანია Aqualia ევროპული სტანდარტების დანერგვას „ჯივიპიში“ სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად აგრძელებს. წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე დაზიანებებზე რეაგირების დროის შემცირებისა და ოპერატიულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, კომპანიაში დამატებითი სპეცტექნიკის შეძენა და ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას […]
ირაკლი ბურჭულაძე – საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში – მომზადების კუთხით შეფასებები ძალიან კარგია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან

საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში- მომზადების კუთხით შეფასებები ძალიან კარგია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან, – ამის შესახებ “მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კვალიფიკაციებმა წარმატებით ჩაიარა. “საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში. კვალიფიკაციებმა წარმატებით ჩაიარა, ამას მოჰყვა გახსნის ღონისძიება. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ და ზეგ ფინალები წარმატებით ჩაივლის. […]
“მარწყვილენდი” მარწყვის ღვინის წარმოებას გეგმავს

მიმდინარე წელს, ლაგოდეხის რაიონში მდებარე მარწყვის საოჯახო მეურნეობა “მარწყვილენდი” მარწყვის ღვინის მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს მეურნეობის დამფუძნებელმა ზოია წიწილაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ მარწყვის ღვინო საქართველოს ბაზრისთვის სიახლე იქნება, თავდაპირველად, ღვინის წარმოება მცირე მოცულობებით დაიწყება. “ღია გრუნტში დაზიანებული მარწყვი გვრჩება ხოლმე, სწორედ ამ პროდუქციით ღვინის წარმოებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე პროდუქციის საწარმოებლად […]
„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თავისი პარტიით არჩევნებისთვის ემზადება — რა სურს შალელაშვილს

„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. შოთა შალელაშვილი ამჟამად პარტიის – „თაობები საქართველოსთვის“ — თავმჯდომარეა, რომელიც გასულ წელს დააფუძნა. ნეტგაზეთი შოთა შალელაშვილს მის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა. შოთა შალელაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან დისტანცირებული არც არასდროს ყოფილა და უბრალოდ, ჩაბმული არ იყო აქტიურ პოლიტიკაში. მისი თქმით, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება […]
მეთოფიშვილი ქონების შემოწმებაზე: მე და არც ერთ ჩემს კოლეგას არაფრის გვეშინია

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თბილისი საქალაქო სასამართლომ მეთოფიშვილისა და კიდევ სამი მოსამართლის, რომელთა შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. კერძოდ, მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის კოლეგებს “არაფრის ეშინიათ” და მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე მოსამართლეთა […]
„დაკარგული ქოხი“ საივენთო ბაზარზე შედის

საივენთო ბაზარზე კომპანია „დაკარგული ქოხი“ შემოდის, რომელიც მთაწმინდაზე იფუნქციონირებს. ვიზიტორებს ადგილზე დახვდებათ საივენთო სივრცე, სარესტორნო, სასტუმრო მომსახურება და ღია აუზი. „დაკარგული ქოხი“ 7 წლის წინ დაფუძნდა და თანდათანობით, დროთა განმავლობაში, ბიზნეს სახე შეიძინა. მის მმართველობაში კომპანია „ნამდვილი“ შევიდა, რომელიც საივენთო მიმართულების განვითარებას გეგმავს. ობიექტს სტუმრების მიღება უკვე შეუძლია. საპრეზენტაციო, გახსნის ღონისძიება კი 18 მაისსაა დაგეგმილი. […]
რა რაოდენობის პროტეინი უნდა მივიღოთ და რატომ არის ის აუცილებელი?

რა არის პროტეინი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო? – ეს ის კითხვებია, რომლებიც სპორტდარბაზში ფეხის შედგმისთანავე ჩნდება. გარდა ამისა, ცილოვანი კვება წონის კორექციისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი მეთოდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა უნდა ვიცოდეთ ცილის, იგივე პროტეინის შესახებ და რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის […]
დეკანოზი სპირიდონი: ჯიპიანი მღვდლით შენც მოგებული რჩები, შეგხვდება და გაგიყვანს

სასულიერო პირებიც ვიცი, ჯიპები რომ ჰყავთ! ვიცი ასეთებიც, მაგრამ, როდესაც… მინიმუმ, არ მაინტერესებს ეს სიმართლე გითხრათ, რადგან, თუნდაც მარტო აქეთ რომ შევხედოთ, გზაში რომ დამემგზავრება, დარწმუნებული ვარ, გამიჩერებს და გადამაადგილებს, ანუ მისი ჯიპით მეც მოგებული ვრჩები, კაცო
მოსამართლე მეთოფიშვილი დეკლარაციის ყოველწლიურ შემოწმებას დისკრიმინაციულს უწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი 3 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სასამართლომ 4 მოსამართლის, მათ შორის, სერგო მეთოფიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული და მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხორციელდება, რადგან, როგორც ის ამბობს, კომისია მონიტორინგისთვის ყოველ წელს […]