2 რამ, რისთვისაც დააჯილდოვეს ირაკლი ბერაია – გიორგი ვაშაძე

“ირაკლი ბერაიას დანიშვნა უკავშირდება რომ დააჯილდოვეს ეს ადამიანი რუსული კანონის მხარდაჭერისთვის და ქალების მიმართ ბინძური დამოკიდებულებისთვის,” – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნას. დაზვერვის სამსახური რომ საქართველოს სამსახურში უნდა იდგეს და არა პარტიის სამსახურში და პარტიის ინტერესების გამტარებელი არ უნდა იყოს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, უფრო მეტად […]
დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა. ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. ირაკლი ბერაიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა ლომიძე […]
“რ2-მა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – გეფიცებით, მართლა ამაზე იყო სიუჟეტი” – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: გუშინ რ2-მა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. მთავარ გამოშვებაში სიუჟეტი გააკეთეს თემაზე: ვიღაცამ (ვინაობა უცნობია) ყური მოკრა ნინო ლომჯარია როგორ ელაპრაკებოდა ტელეფონზე ვიღაცას ევროპაში (მისი ვინაობაც უცნობია) და ეუბნებოდა, თქვენ თუ მკაცრ განცხადებებს არ გააკეთებთ, ჩვენ აქ ხალხის გამოყვანას ვერ მოვახერხებთო. გეფიცებით, მართლა ამაზე იყო სიუჟეტი. მეგონა ის ვიღაცა, ვინც ამ საიდუმლო საუბარს […]
“ან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ან ეგ კანონი” – ზურაბიშვილი

წამოვიდა ამერიკიდან და ევროპიდან უკვე მკვეთრი განცხადებები რუსულ კანონზე და კიდევ წამოვა. ყველა ცალსახად გვეუბნება: ან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ან ეგ კანონი. ევროპისგან გამიჯნული კი რომელი ქვეყნის ლუკმა გავხდებით, ყველამ კარგად ვიცით. ჰოდა, საით მივდივართ? არჩევანი ჩვენზეა.
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, ქალი მოკლეს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, სადაც დევნილთა დასახლებაა, 60 წლამდე ქალი მოკლეს. მეზობლების ცნობით, ნაცემია მოკლულის ქმარი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. კაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტები

ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივი წერილით აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა ინიციირებულ „უცხოეთის აგენტების“ კანონს. განცხადების ავტორები – ევროკავშირის 10 ქვეყნის, ასევე, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო კომიტეტთა ხელძღვანელები „ოცნების“ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს უწოდებენ „თავისი შინაარსით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონის ზუსტ ასლს“. ისინი გამოხატავენ „ღრმა შეშფოთებას“ „ამ რუსული სტილის კანონის მიზნების გამო“, […]
ევროპის 12 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ

ევროპის 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიონ რუსული კანონი. ერთობლივ განცხადებაში ისინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ “პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის” გამო. “[კანონი] მიზნად ისახავს დააზიანოს და დაასუსტოს საქართველოს ცოცხალი, პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფართოდაა ცნობილი საქართველოს უდიდეს სიძლიერედ, იმედად და სარგებლობს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს […]
გია ვოლსკი – ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელი, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს

ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ადიგენში მომხდარზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, საქართველოს მტერია. “ადიგენის რაიონში, კონკრეტულ სოფლებში ქრისტიანები, მუსლიმები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, ოჯახებით […]
გია ვოლსკი – იმასთან შედარებით, რაც მე პოლიტიკური ლიდერებისგან მომისმენია, ბექა ოდიშარიას მიერ თავის კერძო სივრცეში ნათქვამი არის ბავშვური ჩლიფინი

იმასთან შედარებით, რაც მე დღევანდელი პოლიტიკური ლიდერებისგან მომისმენია, ბექა ოდიშარიას მიერ თავის კერძო სივრცეში ნათქვამი არის ბავშვური ჩლიფინი – ადამიანები პარლამენტში მიკროფონთან, ღია ეთერში ისე ილანძღებიან, მათ შორის, უწმაწური სიტყვებით, რომელსაც ვერც გაიმეორებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასტურად პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია დაასახელა. მისივე თქმით, “ქართული […]
ილიაუნის სტუდენტები, „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით, სამართლის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობენ

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს, „საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო კონკურსზე ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდის სპონსორია. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესზე, ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვა. ახლა კი საერთაშორისო რაუნდში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში 30 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით […]