საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში ხელფასების შესახებ Galt & Taggart მიმოხილვას აქვეყნებს

პანდემიის შემდგომმა მაღალინფლაციურმა გარემომ გლობალურად ხელფასების ზრდა გამოიწვია და არც რეგიონის ქვეყნებია გამონაკლისი. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოში 64.5%-ით, სომხეთში 47.8%-ით, ხოლო ყაზახეთში 93.1%-ით გაიზარდა. ამასთან, აშშ დოლარში ხელფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდა საქართველოსა და სომხეთში, რადგან ამ პერიოდში ქართული ლარი და სომხური დრამი […]
ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის „დაძმობილების“ პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის “დაძმობილების” (Twinning) პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმოიხილეს რეგულირებად სექტორებში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და სამართლებრივი აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები. ასევე, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო საერთაშორისო […]
ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან გამართა შეხვედრა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების წარმომადგენლებმა, პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საბანკო სექტორმა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში […]
დაბა ადიგენში აქცია დასრულდა

დაბა ადიგენში, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, სიტუაცია განმუხტულია. ადიგენში ხმაური დღეს, დილიდან დაიწყო, როდესაც მუსლიმი თემი ერთ-ერთ სახლში სალოცავად შეიკრიბა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებდა, რომ „აღნიშნული სახლი მეჩეთად არ უნდა გადაიქცეს“. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. შსს-მ ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებაც გაავრცელა. უწყებამ მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების […]
„ჩვენი პროგნოზით, 2030 წლისთვის 20 მილიარდ კილოვატ საათამდე ენერგიის მოხმარება მოგვიწევს“ – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების წარმომადგენლებმა, პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საბანკო სექტორმა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვაზე, პოლიტიკაზე და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა […]
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც შედეგად მოყვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება. აღინიშნა, რომ მსოფლიოში […]
ვაშინგტონი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში “უცხოეთის აგენტებზე” კანონპროექტთან დაკავშირებით

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს მმართველი გუნდის მიერ, ე.წ. “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” თაობაზე კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიცირებასთან დაკავშირებით. განცხადება დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პარასკევს, 5 აპრილს გამოაქვეყნა. “ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის წარმოდგენით, რომელიც ეფუძნება გასული წლის “უცხოეთის აგენტების” საკანონმდებლო პროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა მუშაობაც სასიკეთოა […]
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შსს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის სამეფოში შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელმა კოლეგამ – ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე – ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შარშანდელ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს ეფუძნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის. „კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების […]
მიხეილ სააკაშვილი – მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია – როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად

მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად, აღნიშნული კანონის მისაღებად ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს […]