ფანცულაია “სამგურალის” ფეხბურთელი გახდა

თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია კარიერას “სამგურალში” გააგრძელებს, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება: “წყალტუბოს “სამგურალმა” გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. 30 წლის ფორვარდი კარიერის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის არაერთ გუნდში ასპარეზობდა. კარიერის საუკეთესო წლები 2020-2022 წლების სეზონში ჰქონდა. 2020 წელს ქუთაისის “ტორპედოში” გამართულ 17 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა […]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტში დღეს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები”. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც თბილისის, ასევე მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებული კლინიკების წარმომადგენლები. შეხვედრაში ასევე […]

გიორგი ვაშაძე – თუ გვინდა, რომ ხელფასი იყოს მაღალი, დასაქმება იყოს ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ ფასები ასე კატასტროფულად არ იზრდებოდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები

ვცვლით ხელისუფლებას, ვიღებთ ყველა ევროპული რეკომენდაციით რეფორმებს, ვხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შემოგვაქვს ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, ბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ღირსეულად ცხოვრობს თავის სამშობლოში! – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა ვაშაძემ კითხვით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც მიმართა და მათგან მოითხოვა პასუხი […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 6-8 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 6 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 აპრილს დილიდან […]

საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში 707$, სომხეთში 688$, ხოლო ყაზახეთში 791$-ია

პანდემიის შემდგომმა მაღალინფლაციურმა გარემომ გლობალურად ხელფასების ზრდა გამოიწვია და არც რეგიონის ქვეყნებია გამონაკლისი. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოში 64.5%-ით, სომხეთში 47.8%-ით, ხოლო ყაზახეთში 93.1%-ით გაიზარდა. ამასთან, აშშ დოლარში ხელფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდა საქართველოსა და სომხეთში, რადგან ამ პერიოდში ქართული ლარი და სომხური დრამი აშშ […]

ბორელი: ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. ამის შესახებ ბორელი სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს სამმხრივი შეხვედრის დროს ისაუბრა. “ორი თვის წინ ბრიუსელში სომხეთთან პარტნიორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. ნათელი იყო, რომ ჩვენი ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, ეს ურთიერთობები ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და არსებობს ორმხრივი […]

იაკობ ნიკოლაძის „მწვერვალისკენ მიმავალი გზა ძნელად, მაგრამ მაინც იკვალებოდა…“

საოცარია, მაგრამ ფაქტია… 16 წლის იაკობ ნიკოლაძე ისევ დილემის წინაშე მდგარა. ხატვა ძალიან ჰყვარებია, მაგრამ ვერ გაეგო რა სჯობდა – მხატვარი გამოსულიყო თუ ორთქმავლის მემანქანე… საბედნიეროდ, ისევ ხელოვნების სიყვარულმა სძლია, მანაც, სხვა მრავალივით, „თერგის წყალი დალია“ და მოსკოვს გაემგზავრა, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა. ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებლის დირექტორმა ლვოვმა კარგად შეათვალიერა, […]

შსს: საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობის ურთერთაღიარებას მოეწერა ხელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა და უახლოეს პერიოდში შევა ძალაში. “შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად “საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ” შეთანხმებას მოაწერა ხელი. ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური […]

მამუკა მდინარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. „რეალურად, ის ინტერესები რაც საქართველოს ევროკავშირთან აერთიანებს […]

თინა ბოკუჩავა – ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს – ეს არის იდენტური კანონი, უბრალოდ შეცვლილი სათაურით

ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს – ეს არის იდენტური კანონი, უბრალოდ შეცვლილი სათაურით, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პარტიის პირობებში “ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხის წინაშე […]