ბაქოს ოქსფორდის სკოლა სახელმწიფოს საკუთრება გახდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცნობილი კერძო სკოლა, ბაქოს ოქსფორდის სკოლა, რომელიც ბადამდარში მდებარეობს, სახელმწიფოს საკუთრება გახდა. სკოლის შენობის ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს განაჩენი ცოტა ხნის წინ აღსრულდა. იგი 24.700 მილიონ მანეთად იყო შეფასებული. თუმცა სკოლა ამჟამად იმავე შენობაში ფუნქციონირებს. გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი რასიმ მამედოვის მეუღლე, მეჰრიბან მამედოვაა. აღსანიშნავია, რომ მამედოვას მეუღლეს, ბაქოს ფოლადის კომპანიის ყოფილ […]

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებას ზრდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების ხარჯების დაფინანსებას ზრდის. მინისტრმა მიხელ სარჯველაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილ 25- ათასლარიან ლიმიტს უცვლელს ტოვებს, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებს მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობს. „პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული […]

„კაპიტანი გიგაურის“ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ამ წლების განმავლობაში 18 მილიონი დოლარი საიდან და რაში მიიღო, ან რაში დახარჯა? გამოვიდეთ იმ ილუზიებიდან, რომ ვინმე ვინმეს ფულს ტყუილად ჩუქნის

„კაპიტანი გიგაურის“ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ამ წლების განმავლობაში 18 მილიონი დოლარი საიდან და რაში მიიღო, ან რაში დახარჯა? გამოვიდეთ იმ ილუზიებიდან, რომ ვინმე ვინმეს ფულს ტყუილად ჩუქნის „თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს დონორები იმისთვის აფინანსებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია აურიონ, ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის და მიუღებელია“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა […]

კიდევ ერთხელ, რას გულისხმობს რუსული კანონი

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. ეს ქმედება ირონიული იყო, მაგრამ მოსალოდნელიც. მიუხედავად არაერთდღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ყველა საერთაშორისო მეგობრის კრიტიკისა, ოცნების ლიდერები ინიციატივის პრობლემად და მათ შეცდომად მაშინაც მხოლოდ სიტყვა […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ARC Informatique-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია – “დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფრანგულ კომპანიას – „არქ ინფორმატიკ“ (ARC Informatique), შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა კი, ხელშეკრულების ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია – “დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“, ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების განვითარებაში თანამშრომლობა და პარტნიორობა, […]

7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება

რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც 1 წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. დღეს, […]

“უკრაინა ნატოს წევრი გახდება” – ამბობს ბლინკენი და კიევისთვის მეტი დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება. ენტონი ბლინკენმა განცხადება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 4 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „იქედან გამომდინარე, რაც დღეს მოვისმინე… ყველა, მათ შორის შეერთებული შტატები, აპირებს გააორმაგოს ძალისხმევა, რათა მოიძიოს ის რესურსები, რომლებიც კვლავ სჭირდება უკრაინას“, – განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში […]

უკრაინა აცხადებს, რომ დრონებით იერიშის შედეგად, რუსული თვითმფრინავები გაანადგურა

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები გაანადგურა. 5 აპრილს, კიევის მიერ გავრცელებული ცნობით, მათ სულ მცირე, ექვსი რუსული თვითმფრინავი სამხრეთ როსტოვის რეგიონში მდებარე საჰაერო ბაზაზე, ღამით, დრონებით თავდასხმების შედეგად გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევმა ერთ-ერთი უმსხვილესი შეტევა ღამით დაიწყო, რუსეთის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავის გაშვებით. კიევში უსაფრთხოების წყარომ სააგენტო “ფრანს პრესს” განუცხადა, რომ […]

BAG-იმ ენერგეტიკულ საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრა გამართა

ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ტენდენციები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო. შეხვედრაზე გამოცხადდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონის პირველადი შედეგები, მათ შორის, მედიანური ტარიფი. აღსანიშნავია, რომ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი […]

ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა სამსახურიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომების გამოვლენის შემდეგ

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გაათავისუფლა ორი ოფიცერი და საყვედური გამოუცხადა ორ მაღალი რანგის მეთაურს მას მერე, რაც გამოძიებამ გამოავლინა სერიოზული შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა ამ კვირაში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაღუპვა. გამოძიების დასკვნა 5 აპრილს გამოქვეყნდა ისრაელის მძაფრი კრიტიკის შემდეგ. ისრაელის დრონებმა იერიში მიიტანეს World Central Kitchens-ის სამ ავტომობილზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, […]