„ლელოსთვის“ მთავარია, რას დაავალებენ პატრონები, ანუ არქიფო სეთური რას ამბობს ევროკავშირში, რადგან ევროკავშირი არის „შეუმცდარი”
უცხო ქვეყნებისა და დამკვეთებისადმი ოპოზიციის მონურ ფსიქოლოგიაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ წარმოუდგენია რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის ცნება. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის დიდი ნაწილის გაგებით სუვერენული სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ არ ხარ დამოკიდებული ერთ სახელმწიფოზე, სამაგიეროდ, ემორჩილები სხვა სახელმწიფოს და ასრულებ მის დაკვეთას. […]
Freedom House “ქართულ ოცნებას” “აგენტების კანონის” გაწვევისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას მოუწოდებს, “დაუყოვნებლივ” უკან გაიწვიოს ხელახლა ინიციირებული “აგენტების კანონი”. ამის შესახბ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება: “ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართმომასშტაბიანი პროტესტის […]
გერმანიის მთავრობა სინანულს გამოხატავს საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ კანონის კვლავ პარლამენტში დაბრუნების

გერმანიის მთავრობა „გარკვეული სინანულით“ უყურებს ფაქტს, რომ საკუთრივ საქართველოში, ასევე უცხოეთში, საზოგადოების ცალსახა უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ იქნას პარლამენტში განხილული სადავო კანონპროექტი უცხოეთის გავლენის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ქრისტიანე ჰოფმანმა, როცა 5 აპრილს „გერმანული ტალღის“ კორესპონდენტის შეკითხვას უპასუხა საქართველოში „უცხოეთის აგენტების კანონის“ კვლავ განხილვის […]
უკრაინის ვიცე-პრემიერი – აშშ და გერმანია მხარს არ უჭერენ უკრაინის ნატო-ში მიწვევას

აშშ და გერმანია მხარს არ უჭერენ უკრაინის ნატო-ში მიწვევას, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-ში მიწვევის საკითხი დღის წესრიგში არსებობს და “დღის წესრიგში იმდენ ხანს იქნება, რამდენიც საჭიროა, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული.” “მოწვევის ფორმატი თავად უკრაინამ წარადგინა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების იურიდიული გარანტია. […]
ვეტოს დაძლევით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება – მიქანაძე კანონის მიღებაზე

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ რუსული კანონი პარლამენტში ბიუროზე 8 აპრილს, ორშაბათს დარეგისტრირდება, პლენარული სესია კი 15 აპრილის კვირაში გაიმართება. “მიმდინარე კვირის ოთხშაბათს დავაინიციირეთ ოფიციალურად, რაც რეგლამენტის მიხედვით ნიშნავს, რომ ოთხშაბათის ჩათვლით ინიციირებული კანონპროექტები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროზე გავა. ბიურო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელ კომიტეტს ან კომიტეტებს დაეწეროს განხილვა და პლენარული სესია, რომელიც გაიმართება […]
რუსეთში, კაშხლის დაზიანების გამო ქალაქ ორსკში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსეთში, დაზიანებული კაშხლის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ქალაქ ორსკში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა დაიტბოროს 4 000 სახლი, სადაც ჯამში 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ორენბურგის რეგიონში, სადაც მდებარეობს ქალაქი ორსკი და ურალის მთების მიმდებარე სხვა პროვინციები, განგაში გამოცხადდა. რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა […]
TUTTO mercato WEB: კვარაცხელიას ტრანსფერში ამხელა თანხაზე “ნაპოლისთვის” უარის თქმა ძნელი იქნება

AS-ის მიერ “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვრაცხელიას მიმართ “ბარსელონას” დაინტერესების თაობაზე გამოქვეყნებულ წერილს tuttomercatoweb-ი გამოეხმაურა. აქვს კი აზრი კვარაცხელიაზე 100 მილიონ ევროზე მეტ შეთავაზებაზე უარის თქმას? “აქვს თუ არა აზრი კვარაცხელიაზე სამნიშნა შეთავაზებაზე უარის თქმას? იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ესპანეთში ქართველით “ბარსელონას” დაინტერესებაზე ისაუბრეს, რომელიც მათი სამიზნეა და მზადაა “ნაპოლის” წინადადებით მიმართოს, ეს კითხვა მართებულია. თუმცა […]
სასტუმრო სინგაპურში, სადაც წვიმიანი ამინდის დროს კომპენსაციას გადაგიხდიან

სინგაპურში მოგზაურობისას ხშირად ერთ-ერთ მთავარ დისკომფორტად ტურისტები ნალექიან ამინდს ასახელებენ. პრობლემა განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, ნოემბერში დეკემბერსა და იანვარში მწვავდება. ზოგადად, კუნძულოვან ქვეყანაში წელიწადის განმავლობაში საშუალოდ 171 დღე წვიმს. თუმცა, სინგაპურის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ ამ გამოწვევასთან ბრძოლის გარკვეული გზების დასახვა უკვე დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი Lion City-ში მდებარე სასტუმრო Intercontinental Singapore-ია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სტუმრებს Rain […]
ენერგეტიკულ ბირჟაზე შევლენ მონაწილეები და შეეჩვევიან, თუკი ეს ნებაყოფლობითი იქნება – ლევან ვეფხვაძე

ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე შევლენ მონაწილეები და შეეჩვევიან, თუკი ეს ნებაყოფლობითი იქნება. როგორც მან bm.ge-ის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ბირჟაზე კომპანიების შეყვანა არ უნდა მოხდეს სანქციების და იძულების გზით. „ბირჟას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით რისკებზე. მთავარია, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. თუ იქნება […]
ადვოკატის ინფორმაციით, სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ახლა მას ცრუ ჩვენებას ედავებიან

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს. მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ მკვლელი ქალის ძმა აღმოჩნდა და ახლა ქალს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. “ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16- დან […]