Alphabet-ი განიხილავს წინადადებას HubSpot-ის შესაძენად – Reuters

Google-ის დედა კომპანია Alphabet-ი განიხილავს წინადადებას HubSpot-ის შესაძენად. ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ნათქვამია, რომ ფირმა საინვესტიციო ბანკირებს შეხვდა, რათა განეხილათ, თუ რა თანხა უნდა შესთავაზოს და შეხვდება თუ არა მას გამოწვევები, თუმცა Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Alphabet-ს შეთავაზება არ გაუკეთებია. HubSpot-ის სპიკერმა Reuters-თან HubSpot-ის შეძენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და თქვა, რომ კომპანია […]
ევროკავშირი და ვაშინგტონი ერევანს დაფინანსებას ჰპირდებიან, როცა სომხეთი მოსკოვს ზურგს აქცევს

ევროკავშირი და აშშ ასობით მილიონ დოლარი დაჰპირდნენ სომხეთს, როცა ერევანი დასავლეთისკენ იყურება თავის ტრადიციულ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე. 5 აპრილს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი მომავალ ოთხი წლის მანძილზე სომხეთს 270 მილიონ ევროს […]
ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ორთაბათუმის ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ორთაბათუმის ადმინისტრაიცულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მერმა, კაპრეშუმის სოციალური სახლის მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რვა სართულიანი შენობის ბოლო სართულის დასხმის სამუშაოები. სამშენებლო […]
გიორგი ვაშაძემ მორიგი საცირკო წარმოდგენა გამართა
გიორგი ვაშაძემ მორიგი საცირკო წარმოდგენა გამართა და ხალხის ბედით შეწუხებულის იმიჯის მორგება კიდევ ერთხელ სცადა. ამ პერფორმანსით ვაშაძემ მოქალაქეების შრომის ანაზღაურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მხოლოდ მათი მოსვლის შემდეგ, რადიკალურად შეიცვლება ადამიანების ცხოვრება და მათი ხელფასი იქნება ღირსეული. დააბრუნებენ ემიგრანტებს და ქვეყანაში მხოლოდ პეპლების ფრენა და ჩიტების ჭიკჭიკი იქნება. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ მოხდება აფხაზეთისა და […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია და შიდა კონკურსი გამოცხადდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია და შიდა კონკურსი გამოცხადდა. კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანსიები გამოქვეყნდა საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (hr.gov.ge). დაინტერესებულ პირებს არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადაში, შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადი ვაკანსიაზე: იხილეთ დეტალურად აქ
იოსელიანი ლაზარეს საქმეზე: აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისმა აპარატმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეში დარღვევა ვერ დაინახა. თუმცა, მისივე თქმით, საქმეს სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ შეისწავლიან და დარღვევის არსებობის შემთხვევაში ამას ანგარიშში ასახავენ და განცხადებას გააკეთებენ. “რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, საქმესთან მიმართებაში, საპროცესო დარღვევებთან მიმართებაში, ჩვენმა აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა. ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად და […]
DW: ბერლინი აცხადებს, რომ საქართველო EU-ის წევრობის შანსს რისკავს

გერმანიის მთავრობა წუხს, რომ მიუხედავად უარყოფითი საზოგადოების რეაქციისა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს უცხოური გავლენის შესახებ საკამათო კანონპროექტის მიღებას, — ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტიან ჰოფმანმა „დოიჩე ველეს“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჰოფმანმა გაიხსენა, რომ „საქართველოს მთავრობა გასულ წელს დაჰპირდა ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან უპირობოდ მოხსნას“. „ჩვენ ვიცით, რომ […]
საქართველოში 10 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 4-5 მათგანზე ნაწილდება ქვეყნის გარედან შემოსული მთელი შემოსავალი
„საერთაშორისო რეიტინგებით ირკვევა, რომ არასამთავრობო სექტორის პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-დან, 77-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ასეთი ვარდნა არც ერთ სფეროს არ ჰქონია, პანდემიის პერიოდშიც კი“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გარე ძალაა დაინტერესებული მხოლოდ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსოს კონკრეტული მიზნებისთვის. „საქართველოში 10 000-მდე […]
ძალიან მაინტერესებს, ან სტოლტერბერგი, ან ეს კოლექტიური ფოტიგები და მათნაირები, სად იყვნენ, იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა სააკაშვილი ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს

ძალიან მაინტერესებს, ან სტოლტერბერგი, ან ეს კოლექტიური ფოტიგები და მათნაირები, სად იყვნენ, იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა სააკაშვილი ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს „ბოლო პერიოდში ევროპაში ბევრი საქმე აღიძრა კორუფციის მუხლით და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოველივე კავშირშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივასთან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, […]
შენი სამშობლოს, ეროვნულობის, სუვერენიტეტის განცდა თუ გაქვს, მისი დაცვაა ბრძოლა – მტერი ყოველთვის ტანკით და იარაღით კი არ მოდის
„დღეს კიდევ შეცვლილია რეალობა, რადგან რამდენიმე წლის წინ „ენჯეო“ სექტორის, ევროკავშირის წარმომადგენლის, ან კონგრესმენის გაკრიტიკება სრულიად წარმოუდგენელი იყო და საპასუხოდ პირდაპირი შეტევა იწყებოდა“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საზოგადოება მუდამ მზად უნდა იყოს ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. „ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანია კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ […]