NGO-ები კობახიძეს, პაპუაშვილს და მთავრობაში სამოქალაქო სექტორიდან მისულ სხვა ლიდერებს მიმართავენ

“მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს მიმართავენ, რომლებიც წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ფონდებსა თუ ორგანიზაციებში, ახლა კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული “რუსული კანონის” ინიციატორები არიან. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “რუსული […]
მიქაუტაძემ “ბრესტს” გაუტანა – ქართველის მორიგი გოლი ლიგა 1-ში [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში “ბრესტი” “მეცს” მასპინძლობს. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპოინატში მორიგი გოლის გატანა მოახერხა.
ქუთაისში, გალაკტიონის კონცეფციით ახალი რესტორანი „გალა“ გაიხსნა

გალაკტიონის კონცეფციით შექმნილი რესტორანი „გალა“ ქუთაისში 22 მარტს გაიხსნა, რომელიც არის ავთენტური ქართული რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულო სრულყოფილადაა წარმოდგენილი. „გალას“ კონცეფციაზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ რესტორნის დამფუძნებელმა, ლილე მაღლაფერიძემ ისაუბრა. „ჩვენი რესტორნის მენიუ სრულად წარმოდგენილია ქართული სამზარეულოთი, თუმცა პრიორიტეტი იმერული კერძებია. რაც შეეხება გარემოს, „გალაში“ გამოფენილია გალაქტიონის ნამუშევრები, ლექსები, ფრაზები და მეუღლისთვის, ოლია ოკუჯავასთვის მიწერილი წერილები“, […]
კირილ ბუდანოვი – უკრაინა ელის, რომ რუსეთი გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში შეტევას გააქტიურებს

უკრაინა მოელის, რომ რუსეთი გააძლიერებს შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში, პირველ რიგში დონეცკის მახლობლად, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი (რუსეთის შეიარაღებული ძალები) ცოტათი წინ მიიწევენ ჩასივ-იარისკენ. ისინი გადაადგილდებიან ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, პოკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა. ამასთან, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი […]
“რეალის” ამომავალი ვარსკვლავი ენდრიკი 17 წლის ასაკში ქორწინდება

“პალმეირასის” ფორვარდის ენდრიკი, რომელიც ზაფხულში “რეალის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, 17 წლის ასაკში ქორწინდება. Extra-ს ცნობით, ამომავალი ვარსკვლავი გაბრიელე მირანდაზე დაქორწინდება, რომელიც ფეხბურთელზე 3 წლით უფროსია. წყვილი დაქორწინებას ენდრიკის მადრიდში გამგზავრებამდე გეგმავს, რაც სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. გამოცემის ცნობით, ენდრიკის მშობლები არ არიან წინააღმდეგნი ასეთი გადაწყვეტილების, მაგრამ მას ნაჩქარევად მიიჩნევენ. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ შვილი, რომ […]
ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქებისას დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სამი დაშავებული დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი მამაკაციდან ერთი რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია […]
სამტრედიაში მოკლული კაცის მეუღლე ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სამტრედიაში მოკლული კაცის მეუღლე, რომელიც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დააკავეს და ამჟამად ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. “აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ვითხოვდით, რომ ნატო ხელაძის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება. სამწუხაროდ, ნატო ხელაძის საქმეს დაემატა კიდევ ერთი დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილება, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და დატოვა პატიმრობაში” […]
“მონცასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს 31-ე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “მონცას” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, ნგონჟი, კვარაცხელია, ოსიმენი. მატჩი “U-Power სტადიუმზე” თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
„აგენტების კანონი “ იმიტომ გააცოცხლა… ეს გათვლები აქვს ბიძინა ივანიშვილს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი გუგავა

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენარალური მდივანი, გიორგი გუგავა. – ბატონო გიორგი, შარშან ჩაგდებული „აგენტების კანონის“ მიღებას აპირებს ხელისუფლება. რატომ აკეთებენ ამას და რატომ იწვევენ ხელახლა იმ ხალხს, რომელთაც ამ კანონის მიღების მცდელობის გამო, მათ შარშან კუდით ქვა ასროლინა, უკაცრავად და, ბიძინა ივანიშვილს და მის ლაქიებს საკუთარი გადაფურთხებული აალოკინა? – აშკარაა, რომ ამათ გამჩენი […]
ხორბლის ფასი, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ, ზრდას დაიწყებს – Forbes

ომი აცარიელებს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ხაზინას. კიდევ უფრო გაუგებარია მისი გავლენა მსოფლიოს მარცვლეულის, კერძოდ ხორბლის ბაზარზე. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ხორბლის ფასები ახლა ხელოვნურად დაბალია და შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაიზარდოს, – ამის შესახებ Forbes წერს. ომის ორივე მხარე, რომელიც ხორბლის საექსპორტო ბაზრის აქტიური მოთამაშეები არიან, ახლა თვითღირებულებაზე დაბალ ფასებში ყიდიან ხორბალს. ომის დაწყებისას, 2022 […]