ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან

ბოჭორმის ქუჩაზე “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლები არიან. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა, გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ასევე, დაშავებული სამი პირიდან ორი შსს-ს თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელი. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას. არასამთავრობო სექტორი განცხადებაში მმართველი პარტიის „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “რუსული კანონის” ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის: – ირაკლი კობახიძე – 9 წლის განმავლობაში […]

მეუფე იაკობი NATO-სა და EU-ზე: კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ, ისეთები მიგვიღონ

ჩვენ დღეს ასეთ მძიმე სიტუაციაში არ ვიქნებოდით და არჩევანი არ გვექნებოდა, ბალტიისპირეთი როგორც მიიღეს ევროკავშირში და ნატოში, ჩვენც მივეღეთ. ხშირად გვისაყვედურია – პატრიარქსაც, მეც, უცხოელებისთვის. დღესაც როგორ ვართ, ეს სიტუაცია ხომ არ გვექნებოდა, თავის დროზე რომ მივეღეთ. დღეს ჩვენ არავისგან დაცვა არ გვაქვს. რომ წამოვიდეს მტერი, რომელი ქვეყანა დაგიცავს? – შეშფოთდებიან და რაღაცა იქნება. ძალიან […]

ლევან ხაბეიშვილი – ასობით ათასი ადამიანი აიძულეს სამშობლო დაეტოვებინა, ხალხი გააღარიბეს, სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები – უნდა შევცვალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა, მასხრად აიგდონ ხალხი

ირაკლი ღარიბაშვილი არის ამ ხელისუფლების სარკე – 12 წლის განმავლობაში გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, აიძულეს ასობით ათას ადამიანს დაეტოვებინათ სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყვნენ, გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. „შეჭირვებული ოჯახიდან მოვიდა, მოგვიყვა, რომ ნასესხები 1000$ […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მძევლების დაბრუნების გარეშე – “ჰამასის“ მიზანია, ომი დასრულდეს და თავად ხელუხლებელი დარჩეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი მიაღწევს „ჰამასზე“ სრულ გამარჯვებას. „საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად განვუცხადე: არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მძევლების დაბრუნების გარეშე. ეს უბრალოდ არ მოხდება. ეს არის ისრაელის მთავრობის პოლიტიკა და მივესალმები იმ ფაქტს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ნათლად აჩვენა, რომ ეს მისი პოზიციაცაა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. რაც შეეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს დროებითი ზავისა და […]

გოლების წვიმა და ჩხუბი მატჩის შემდეგ – “ოლდ ფირმის” დერბმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა

შოტლანდიის ჩემპიონატში “რეინჯერსმა” “სელტიკს” უმასპინძლა, გლაზგოური დერბი ფრედ, 3:3 დასრულდა. შეხვედრის პირველ წუთზე მაედამ სტუმრები დააწინაურა, 34-ე წუთზე ო’რაილიმ პენალტი გაიტანა და მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე ტაიმში “რეინჯერსი” გააქტიურდა და 55-ე წუთზე ტავერნიემ თერთეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. 86-ე წუთზე სიმამ გაათანაბრა, ორ წუთში კი იდამ “სელტიკი” წინ გაიყვანა. 90+3 წუთზე მატანდომ ულამაზესი გოლი გაიტანა […]

3:4. მიქაუტაძის დუბლმა “მეცი” “ბრესტთან” მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

ლიგა 1-ის 28-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ბრესტთან“ 3:4 დამარცხდა, გიორგი მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა. სტუმრები დებიუტში 37 წლის მცველმა ტრაორემ დააწინაურა, თუმცა მასპინძლთა კაპიტანმა შარდონემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ „მეცის“ თავდამსხმელი მიქაუტაძე შარდონეს გაექცა, კარიდან გამოსული მეკარეც მოატყუა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, ოკიჯას კარი დუმბიამ და […]

მამუკა მდინარაძე – საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპონენტები საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ. “გამჭვირვალობის კანონის” […]

მიხეილ სარჯველაძე საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი, საოკუპაციო გამყოფი ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების […]

რა უნდა ვუთხრათ ხარება დღეს ერთმანეთს – პატრიარქის რჩევა

გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა. „როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით ,,გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ ,,გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.