ფიზიკურ პირებს 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანებას ჩამოაწერენ

ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალური მეწარმეების ჩათვლით, ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დღეს, 8 აპრილს განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ 145 000 ფიზიკურ პირს, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება. „საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, […]
ირაკლი კობახიძე – თბილისში ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ – მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში, კერძოდ, ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებითვე, მომავალ წელს უკვე დასრულდება აეროპორტის პროექტირება. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი იძლევა 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. „გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების […]
ირაკლი კობახიძე – განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება

ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. „ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, […]
უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი – ვაზუსტებთ დეტალებს ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც სამი უკრაინელი ტყვის დახვრეტაა ასახული

ხერსონის ოლქის კრინკის რაიონში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალები დგინდება, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. „ამ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ დგინდება. რადგან ასეთი ვიდეოდან ძნელია იდენტიფიცირება. ვითარებას ვაზუსტებთ, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ვარკვევთ მას. მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა, როცა უიარაღო სამხედრო ტყვეები მტერმა დახვრიტა. […]
განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება – პრემიერი

განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება – პრემიერი ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. „ეკონომიკურ საბჭოზე […]
ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდმეწარმეებს, ჩამოეწერებათ 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავების ჩათვლით – ირაკლი კობახიძე

ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდმეწარმეებს, ჩამოეწერებათ 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავების ჩათვლით – ირაკლი კობახიძე ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი […]
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოდან გერმანიაში დამატებითი პირდაპირი რეისები დაინიშნება ფიქსირებული ფასებით – ირაკლი კობახიძე

დაიწყება მუშაობა დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით შეთავაზებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. „როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა […]
რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი

რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გუშინ წინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგა პროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა ტურიზმის […]
ლარი წლიურად 14.4%-ით გამყარდა

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6752- დან 2.6558-მდე (0.7%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 2.9215-დან 2.8675-მდე (1.8%-ით) გამყარდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6606 და 2.8780 შეადგინა. თებერვალში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6818 იყო, მინიმალური კი – 2.6432. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში, […]
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა გადადგეს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს – Bloomberg

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა გადადგეს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს – Bloomberg დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა გადადგეს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება სავარაუდოდ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში კონსერვატიული პარტია დამარცხდება.