ირაკლი კობახიძე – არასამთავრობოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება – ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არის თვისობრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც „რესურსულად ძლიერი და ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციებია, 2012 წლიდან მათ […]

თეონა აქუბარდია „ოცნებაზე“ – „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ თავიანთ ბოდვაში ახლა უკვე „ფეისბუქი“ ჩართეს და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს

„გლობალური ომის პარტიის“ შესახებ თავიანთ ბოდვაში ახლა უკვე „ფეისბუქი“ ჩართეს და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათი ინტერესია – „გლობალურ ომის პარტიაში“ ახლა უკვე „ფეისბუქის“ გაწევრიანება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული „რუსული […]

შრომის ინსპექციის სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელწოდებით „შრომის ინსპექტორი“, საჯარო ლექცია ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ინტერაქციულ შეხვედრაზე, ყველა იმ ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრეს, რაც უწყების მანდატში შედის, მათ შორის ტრეფიკინგის, შრომის ზოგადი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ. „სტუდენტებისთვის შრომის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი […]

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2024-2025 წლებში ახალი, ერთობლივი პროექტები განხორციელდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ (Save the Children) შორის არსებული თანამშრომლობა 2024-2025 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება, რომლის ფარგლებშიც, ახალი, ერთობლივი პროექტები განხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ და ორგანიზაცია Save the Children-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ გოლუბიანმა მოაწერეს ხელი. მხარეთა შეთანხმების მიზანია სკოლამდელი და ადრეული […]

ნინო წილოსანი – ქვეყნებში, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონმდებლობა ამ ფორმულირებით არ აქვთ, მოქმედებს ლობისტების შესახებ კანონი, სადაც კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება უცხოური დაფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა

აბსოლუტურად ყველა სუვერენული ქვეყანა უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე შემოსული უცხო დაფინანსების გამჭვირვალობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც წილოსანი აღნიშნავს, შინაარსობრივად უცხო ძალების ლობირება და უცხო ძალის ინტერესების გატარება იდენტურია და იდენტურადვე ფარავს იმ საქმიანობას, „რომელსაც აქ არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან“. „აბსოლუტურად ყველა სუვერენული ქვეყანა უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე შემოსული უცხო დაფინანსების გამჭვირვალობას. […]

DRI: გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ლაზარე გრიგორადისის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ გასულ წელს, მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება. DRI მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს. “ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის წევრის მიმართ […]

ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის სეზონის პირველი ოქრო მოიპოვეს აკადემიურ ნიჩბოსნობაში

6-7 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გაიმართა ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატა Croatia open, სადაც სხვადასხვა კონტინენტის 500 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის ყველაზე უმცროსმა ნიჩბოსნებმა, გიორგი კაპანაძემ და ნიკოლოზ იორდანიშვილმა ორადგილიან (2X) ნავში კადეტთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვეს და ჩვენს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანეს. მწვრთნელი: გენადი პატარაია, პირადი მწვრთნელი: დიმიტრი ლოლუა.

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდ.მეწარმეებს სრულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდ.მეწარმეებს სრულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდ.მეწარმეებს საგადასახადო ამნისტრია შეეხებათ, ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდ.მეწარმეებს სრულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანება მათზე […]

იმ ქვეყნებში, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ამ ფორმულირებით არ აქვთ, მოქმედებს ლობისტების შესახებ კანონი, სადაც კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება უცხოური დაფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა

იმ ქვეყნებში, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ამ ფორმულირებით არ აქვთ, მოქმედებს ლობისტების შესახებ კანონი, სადაც კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება უცხოური დაფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა „აბსოლუტურად ყველა სუვერენული ქვეყანა უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე შემოსული უცხო დაფინანსების გამჭვირვალობას“-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. ნინო წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაწყებულ დეზინფორმაციულ […]

კობახიძემ ეკონომიკის მინისტრს ევრო 2024-სთვის დამატებით იაფი რეისების დანიშვნა დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით გერმანიაში დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა. კობახიძის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის: „18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია – მოთხოვნა […]