“უნდა შევწყვიტოთ ოცნება და გადავიდეთ საქმეზე” – გახარიამ ხმა მისცა

საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და დღევანდელ არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, “ოცნება უნდა შეწყვიტოს” ყველამ და გადავიდეთ ქვეყნის ევროპული გაერთიანების გზაზე. “ქართველი ხალხი უნდა იყოს გამარჯვებული. ხელისუფლების და ცესკოს მთავარი ამოცანაა, რომ ეს ასახოს ადეკვატურად და ობიექტურად. დანარჩენი ოცნებებია ადამიანების. მოვუწოდებ ყველას, […]
ცესკო – იყო მცირედი ხარვეზები ზოგიერთ უბანზე, თუმცა პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. „დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. […]
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – დღეს მამაცი ქართველი ხალხი არჩევნებზე მიდის, რათა თავისი უფლება გამოიყენოს და ქვეყნის მომავალი განსაზღვროს

დღეს მამაცი ქართველი ხალხი არჩევნებზე მიდის, რათა თავისი უფლება გამოიყენოს და ქვეყნის მომავალი განსაზღვროს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „დღეს მამაცი ქართველი ხალხი არჩევნებზე მიდის, რათა თავისი უფლება გამოიყენოს და თავისი ქვეყნის მომავალი განსაზღვროს. ისინი არ შეშინდებიან. დამკვირვებლები ადგილზე არიან და მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს“, […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენენ ნებისმიერ დარღვევაზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკვირდება საარჩევნო პროცესს და თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს საარჩევნო პროცესების დროს პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევაზე, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს, რომ პერსონალური მონაცემები სამართლიანად და კანონის შესაბამისად დაამუშაონ. „დღეს, საქართველოს ისტორიაში პირველად, […]
გია ჯაფარიძე – ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას – ეს არჩევნები შეიძლება 31 მარტის რეფერენდუმს შევადაროთ

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მან ხმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ასევე, ქვეყნის რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას მისცა. „ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ეს არჩევნები შეიძლება შევადაროთ 31 მარტის რეფერენდუმს. დღეს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბედი წყდება. დღეს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, დღეს არის ისე დღე, როცა […]
პრემიერ-მინისტრმა არჩევანი დააფიქსირა და პარტიებს მოუწოდა ცესკო-ს შედეგები აღიარონ

დღეს რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნებია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანა აკეთებს არჩევანს წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. „დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის […]
გახარია: ძალიან მინდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ არავინ დარჩეს დამარცხებული

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ არავინ დარჩეს დამარცხებული. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ შევძლოთ ისე ავმაღლდეთ ჩვენს დაპირისპირებაზე, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ იყოს შურისძიება და ყველა მხარე შეთანხმდება იმაზე, რტომ თავისუფალი, დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები არის ყველასთვის გამოსავალი. ეს არის გზა, საითაც […]
დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ღირსი ანტონის და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონის ხსენების დღეა

ღირსი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა – გულქანი – რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული – მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის […]
საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული. 73 საარჩევნო ოლქიდან, […]
საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 910 ამომრჩველია რეგისტრირებული. 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს. შვიდი საარჩევნო უბანი გახსნილია საბერძნეთში, ათენში – ოთხი, სალონიკში – სამი; ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილია ექვსი საარჩევნო უბანი, ნიუ იორკში – ოთხი, ხოლო ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში – ერთი, გერმანიაში – ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი, ბერლინში – ორი, […]