10:00 საათი: ამომრჩეველთა აქტვივობა 9,27%-ია, რაც მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 9,27 %-ია. წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს 10:00 საათზე აქტივობა 8,33% იყო, ხოლო 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა – 10,66%. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების მეშვეობით მიმდინარეობს, რაც იძლევა საშუალებას ხმები უფრო სწრაფად დაითვალოს. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს […]

“უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს” – ივანიშვილის ანტიდასავლური გზავნილები

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. კენჭისყრის პროცედურის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და კვლავ ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. ივანიშვილმა ისევ გარე ძალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ. “მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი: ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ ქართველ […]

10:00 საათისთვის ხმა 324 197 მოქალაქემ მისცა, აქტივობა 9,27%-ია – ცესკო

ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 10:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 10:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 324 197 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 9,27%-ია. შედარებისთვის წინა საპარლამენტო არჩევნებზე 10 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 2012: 10.66%; 2016: 8.34%, 2020: 8.33%. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას […]

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა – საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები

საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, რათა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით შეაფასონ“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა.

ბიძინა ივანიშვილი – მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ ქართველ ხალხს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა. „მინდა, მივმართო საზოგადოებას გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო […]

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, აჭარაში მათი წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნებზე უკვე 30 საჩივარია დაწერილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, აჭარაში მათი წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნებზე უკვე 30 საჩივარია დაწერილი. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა. გარდა ამისა, ქამადაძის თქმით, ქობულეთის ერთ-ერთ უბანზე არის ფაქტი, როდესაც სოფლის გამგებელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის ბეიჯითაა შესული და აგიტაციას ეწევა. „როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმში ხმის მიცემის […]

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ინფორმაციით, ბათუმში, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 7,48%-მა მისცა ხმა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 7,48%-მა მისცა ხმა. მისი ცნობით, ბათუმში 154 357 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 11547 მოქალაქე უკვე გამოცხადდა. ცნობისთვის, ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევენ.

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – არც ერთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი არ არის – კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლელა ქრისტესიაშვილის განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი პოლიტიკური არჩევანი 6009 ამომრჩეველმა გააკეთა. ქრისტესიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არაა წარდგენილი. „მიმდინარე ეტაპზე კენჭისყრის პროცედურები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობის 5,92%-ია საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული, ეს რიცხობრივად 6009 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი წყნარ და მშვიდ გარემოში […]

ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის აპარატები მწყობრიდან გამოვიდა

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, 43-ე საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელი აპარატები მწყობრიდან გამოვიდა. როგორც ადგილიდან ფორმულას ჟურნალისტი ყვება, მოქალაქეებს ერთი საათის განმავლობაში ლოდინი მოუწიათ.