PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი – ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა – პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება ქმნიდა შეგრძნებას, რომ „დიდი ძმა“ გვიყურებს

ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება ქმნიდა შეგრძნებას, რომ “დიდი ძმა” გვიყურებს, – ამის შესახებ PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა. როგორც მან განმარტა, არჩევნების დროს გამოკვეთილი ნაკლოვანებები მისი შედეგების დამაჯერებლობას და სამართლიანობას ძირს უთხრის. იულიან ბულაის განმარტებით, ის უფრო ვრცელ ანგარიშს და რეკომენდაციებს სტრასბურგში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე წარადგენს. „ერთი თვის წინ […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – არჩევნები თავისუფლებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს – ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში სიტუაციის განვითარებაზე

არჩევნები თავისუფლებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ როგორ განვითარდება საქართველოში სიტუაცია. „ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს ნებისმიერ არჩევნებში დარღვევების თაობაზე და ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში სიტუაციის განვითარებაზე“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მამუკა ხაზარაძე – არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის – არავის, რომელიც ჩანერგილია, რათა კურსი შეცვალოს, ივანიშვილის თამადობით, ვაფრთხილებთ, რომ ეს არ გაუვა

გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს – ეს იყო მოპარული არჩევნები და სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და მათი დახმარებით საქართველოში ჩაატარა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არაფერი დასრულებული არ არის და […]

IRI-ის პრეზიდენტი – საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი უნდა გაიწვიოს – ეს კანონი არის საფრთხე ფუნდამენტური თავისუფლებისთვის

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი უნდა გაიწვიოს – ეს კანონი არის საფრთხე ფუნდამენტური თავისუფლებისთვის, რომელიც ავიწროებს სივრცეს დამოუკიდებელი მედიისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ქმნის შიშით დატვირთულ გარემოს, ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას! – ამის შესახებ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა განაცხადა. მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისია თვალს ადევნებს იმ 9 პუნქტის შესრულებას, რომელიც მათ […]

ეუთოს კოორდინატორი – იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული დარღვევები, იყო შეტყობინებები, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა

ეუთო/ოდირი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და კენჭისყრის პროცეს აფასებს. ეუთოს კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა არჩევნებისას გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი […]

NDI-ის პრეზიდენტი – ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს, დემოკრატია გაძლიერდეს – ქართველი პოლიტიკური აქტორები უნდა მოსცილდნენ მენტალიტეტს, რომ გამარჯვებული ყველაფერს წაიღებს და უნდა გაჰყვნენ დემოკრატიულ გზას

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს, დემოკრატია გაძლიერდეს, ეს არის მათი ნება და ამ ნებას ყველამ პატივი უნდა სცეს – ქართველი პოლიტიკური აქტორები უნდა მოსცილდნენ მენტალიტეტს, რომ გამარჯვებული ყველაფერს წაიღებს და უნდა გაჰყვნენ დემოკრატიულ გზას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა თამარა ქოფმან ვითესმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ისაუბრა რეკომენდაციების ნაწილზე, […]

„უნდა გადამოწმდეს“ – „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს წვდომას საარჩევნო დოკუმენტაციაზე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ არჩევნების ის შედეგები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, არის მრავალმხრივი სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით მიღწეული. ამ შედეგს პოლიტიკური პარტია არ აღიარებს და ამბობს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მანიპულაციის დამტკიცება შეიძლება, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმებაა. სწორედ ამიტომ, „ ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოსგან მოითხოვს წვდომას როგორც ვერიფიკაციის აპარატებსა და იქ ჩატვირთულ სიებზე, ისე […]

,, ისე ნუ იზამთ, ოცნების ნაბანი წყალით თქვენც ჩაირეცხოთ” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: ,,ოპოზიციამ რომ გაითვალისწინოს: ოცნებას აქვს 35 %-იანი მხარდაჭერა და ხალხი მაინც ჩარეცხვას ვუპირებთ. თქვენ, ცალკე აღებულს, არც ერთს არ გაქვთ 20 %-იც კი. ამიტომ, ისე ნუ იზამთ, ოცნების ნაბანი წყალით თქვენც ჩაირეცხოთ. ჩვენს ნებასა და საქართველოს მომავალს შორის, ოცნება, ხმლით ხელში დგას და მასთან ბრძოლას ვაპირებთ, თქვენ კი უშნოდ ხართ გაჩხერილები […]

კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი მთავარი დარღვევებია: პროცედურების დაუცველობა საია-ში საუბრობენ მარკირების წესების დაუცველობაზე. “ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი […]

,, მანდატების არსებულ განაწილებაში ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე: ,,ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და ბოიკოტი ამდენჯერ არაფერზე არავის არ უკითხავს ჩემთვის და ბარემ საჯაროდ დავწერ. მანდატების არსებულ განაწილებაში (რაც ცესკოს შედეგებიდან შეგვიძლიათ გამოვიანგარიშოთ) ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის. კონსტიტუციის მოხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი […]