პერ ეკლუნდი – ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა განვითარებას საჭიროებს – კონფრონტაციები ყოველთვის იქნება, მაგრამ წინსვლის გზა უნდა გამონახო და სულ უკან არ უნდა იყურო

ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა განვითარებას საჭიროებს, – ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში, პერ ეკლუნდმა განაცხადა. მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო და 2012 წელს ჩატარებულ არჩევნებს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ 2012 წლის მსგავსად, ოპოზიციისგან იყო საჩივრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ძალადობისა და დაშინების თაობაზე. „ჩვენ ამ დღეებში შევხვდით სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკოსებს. არის გარკვეული მსგავსებები, […]
NDI – დაფიქსირდა სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები

საარჩევნო უბნები ძირითადად მშვიდი და ორგანიზებული იყო. თუმცა, მოქალაქე დამკვირვებლებმა აღნიშნეს წინა არჩევნებთან შედარებით სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები, – ამის შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაშია აღნიშნული. „ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს. მთავრობის მიერ […]
,, ეს თუ შერჩათ, მაშინ არასდროს წავლენ! ეს თუ შერჩათ, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი!” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,არჩევნების გაყალბებით რუსეთმა: გააჩინა ადამიანებს შორის ერთმანეთის მიმართ უნდობლობა❗️ ივანიშვილის ხელით გააღრმავა დაპირისპირება ქართველებს შორის, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის❗️ გააღრმავა ნიჰილიზმი და უიმედობა❗️ ხალხს დაუკარგა რწმენა ცვლილებების❗️ ეს მათი დიდი გეგმის ნაწილია, ფსიქოლოგიურად დაანგრიონ ჩვენი ცნობიერება❗️ მათ უნდათ, რომ ისევ ერთმანეთის დადანაშაულება დავიწყოთ, რომ ვითომ არ ვვარგივართ, რომ ვითომ ხალხია […]
პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობოებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრებს მართავს ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებთან. როგორც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ეს იყო „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტთან“ და ინტენსიური კონსულტაციები მასთან ისევ გრძელდება. „იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე”, – თქვა თინა ბოკუჩავამ. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა […]
ოფიციალურად: ბალოტელი “ჯენოას” ფეხბურთელია

ცნობილი იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და “ჯენოას” რიგებში ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მარიომ “გენუელებთან” ხელი 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა. შეგახსენეთ, ბოლოს ბალოტელი “ადანა დემირსპორის” ღირსებას იცავდა.
დემოკრატია ნამდვილად არის განვითარების პროცესში საქართველოში – უთოს სპეციალური კოორდინატორი

საარჩევნო სისტემა იზრდება და ვითარდება. დემოკრატია ნამდვილად არის განვითარების პროცესში საქართველოში, – ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გუშინ ჩატარებული არჩევნები შეაფასა. „კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი […]
საწვავის ფასები ბენზინგასამართ სადგურებზე

გლობალურ ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. თბილისის დროით 14:00 საათზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ერთკვირიან ჭრილში ბარელზე 76.05 დოლარამდე გაძვირდა (კვირის დასაწყისში 73.12 დოლარი). WTI-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ფასები ბარელზე 71.78 დოლარამდე გაიზარდა (კვირის დასაწყისში 69.29 დოლარი). „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საწვავის ფასები ამჟამად საქართველოში. გთავაზობთ, საწვავის ფასებს სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე: Socar: […]
“26 შემდეგ შეგპირდით ბევრს დაგჭირდებათთქო” – რას წერს ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც “ქართული ოცნების” პარტიაში გაწევრიანდა სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რომელშიც “კორვალოლის” ფოტოა და აწერს: “26 შემდეგ შეგპირდით ბევრს დაგჭირდებათთქო, და თუ ვეღარ ნახეთ აფთიაქებში შემიძლია მოგცეთ, თქვენც საქართველოს შვილები ხართ, რაც არ უნდა ცუდი გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის” – წერს ლაშა სოციალურ ქსელში.
კოალიცია ცვლილებისთვის: ხელისუფლების უზურპაცია მოხდა – დავადასტურებთ არჩევნების მოპარვას

კოალიცია ცვლილებისთვის გუშინ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ფაქტებით დაადასტურებენ “ხელისუფლების მიერ არჩევნების მოპარვას”. “არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა; არავინ, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ ამ არჩევნებს არ აღიარებს; ჩვენ ფაქტებით დავადასტურებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების მოპარვას”, – წერია განცხადებაში. *** […]
პერ ეკლუნდი – NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის იყო ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა

NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის იყო ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა, – ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში, პერ ეკლუნდმა განაცხადა. მან 26 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმაც ვერ მოახერხა დემოკრატიის ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. „ნამდვილად მაღალი იყო ამ არჩევნებზე აქტივობა, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ქართველები მხარს უჭერენ […]