ალეკო ელისაშვილი – კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი

კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა აპირებს მოქმედებას და არა წუწუნს და ხელების ჩამოყრას. „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პოზიცია იცით ყველამ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც […]

თომას ჰენდრიკ ილვესი ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე – ორბანი ყველაფერზე მიდის არადემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერისთვის

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის „ყველაფერს აკეთებს არადემოკრატიული არჩევნების მხარდასაჭერად“. “ორბანი ახლა ყველაფერს აკეთებს არადემოკრატიული არჩევნების მხარდასაჭერად და ევროკავშირისა და დემოკრატიული დასავლეთისთვის დიდი შუა თითის საჩვენებლად“, – წერს თომას ჰენდრიკ ილვესი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 28-29 ოქტომბერს […]

მიშელი: ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას, განვსაზღვრავთ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აცხადებს, რომ ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს. შარლ მიშელი ცესკოს და შესაბამის უწყებებს არჩევნების პროცესში დარღვევების შესახებ ცნობებზე გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს. “საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იძულებული ვარ საქართველო საკითხი შეიყვანო ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში. ჩვენ […]

საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა

28-29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა სამთავრობო დელეგაციასთან […]

უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი – ვინ ულოცავს “ქართულ ოცნებას”?

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები ისმის სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა. გერმანიის, ბალტიისპირეთის და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის პირველი დიპლომატები კი დარღვევების შესახებ არსებულ ცნობებზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთ-ერთი პირველი, ვინც “ქართულ ოცნებას” მიულოცა, უნგრეთის პრემიერი იყო. ვიქტორ ორბანმა “ქართულ ოცნებას” გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული […]

რუსი და უკრაინელი მებრძოლები დრონებისთვის ჩინურ კომპონენტებს იყენებენ

უკრაინაში მიმდინარე ომში დრონების ფართო გამოყენებამ სამხედრო ოპერაციების ხასიათი შეცვალა. მათ უმეტეს ნაწილს სამოქალაქო მოდელები შეადგენენ, რომლებიც სამხედრო გამოყენებისთვის გადაკეთდა. როგორც რუსული, ასევე უკრაინული ჯარები, დრონების დასამზადებლად, ჩინურ წარმოების კომპონენტებს იყენებენ. ბევრი უკრაინელი ჯარისკაცისთვის დრონი მთავარ იარაღად იქცა. „ისინი ძალიან ეფექტურია. დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი იარაღი“, – ამბობს რომანი. „ახლა კამიკაძე-თვითმფრინავზე ვმუშაობ. სატესტო […]

NYT: საქართველო ჩაეშვა პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც მას კიდევ უფრო დააშორებს დასავლეთს

საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ჩაეშვა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, პროდასავლური ოპოზიცია კი შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ახალი პარლამენტის ბოიკოტით იმუქრება, წერს 27 ოქტომბერს New York Times-ი. გამოცემა მთავარ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გუშინდელი არჩევნები კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს „ქართულ ოცნებასა“ და ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის. გაზეთის თანახმად, „ქართული ოცნება“ […]

“ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით” – როგორია ანა ნაცვლიშვილის ცხოვრება ტოკიოში – Marao

“ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით” – როგორია ანა ნაცვლიშვილის ცხოვრება ტოკიოში – Marao ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილსა და Look Models-ის დამფუძნებელ ნინა ცქიტიშვილს 4 შვილი ჰყავთ. უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას გაჰყვა და ისიც კალათბურთელია. ამჟამად ის ამერიკაში ცხოვრობს. ყველაზე პატარა, ანდრია სკოლის მოსწავლეა, ანამ კი სკოლა წელს დაამთავრა. ანა […]

ბოკუჩავას თქმით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს პარლამეტში შესვლას

“ერთიანობა ნაციოანალური მოძრაობა” აცხადებს, რომ არ აღიერებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამეტში შესვლას. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე შევლამდე გააკეთა. „ჩვენ გახსოვთ ვიყავით პირველი ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დაკავშირებით რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად […]

მიქაუტაძემ ნავსი გატეხა. ქართველმა დუბლი შეასრულა – “ლიონი” “ოსერთან” ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ ფრეს დასჯერდა (2:2), მასპინძელთა თავდამსხმელმა მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა. მწვრთნელმა საჟმა მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან იმედები არ გაუცრუა. ის ძალიან აქტიური იყო, ჯერ ბენრაჰმა მეკარე ლეონთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ გიორგი საჯარიმოში მცველმა ჰუვერმა წააქცია და VAR-ის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მსაჯმა […]