„ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას“ – შარლ მიშელი არჩევნებზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო. „ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები. უწესრიგობები, რომლებზეც […]

ვინ რამდენი ხმა მიიღო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საქართველოს საზღვრებს გარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მათ უმრავლესობაში “ქართულმა ოცნებამ” მკვეთრად დაბალი შედეგი მიიღო, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამას იმით ხნის, რომ “საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავისი თვალით ხედავენ იმას, როგორ ვითარდება ეს ქვეყანა”. საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებზე კი პრემიერმა თქვა, რომ “ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის […]

,, მე, არსებული მოცემულობით სკეპტიკურად ვუყურებ ავტორიტარის დამარცხების პერსპექტივას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: ,,ბიძინამ იმ ხერხებით გაუყალბა ოპოზიციას, რაზეც ნაკლებად უფიქრიათ და მზად არ აღმოჩნდნენ (რაზეც იფიქრეს, იქაც ნაკლებად აღმოჩნდნენ მზად). შესაბამისად, ბიძინას ავტორიტარიზმის დამარცხება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ხერხებით, რისთვისაც ოცნება მზად არ იქნება და არ გამოუვლიათ. × პარლამენტში არ შესვლაზე განცხადებები – ოცნებისთვის გამოვლილია. × განცხადებების მიუხედავად პარლამენტში შესვლა და არ შესვლაც – […]

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ “ოსერთან” მატჩში?

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში, „ოსერთან“ საკუთარ მოედანზე ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. ანალიტიკური საიტებისგან მან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore 9.1, Whoscored 8.6, flashscore 8.4. „ოლიმპიკი“ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ნოემბერს გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის ომს კიდე ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელიაა. ქართველი მებრძოლის მამუკა კეკელიას დაღუპვის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში დაღუპული მებრძოლის მეგობრები ავრცელებენ. ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შარლ მიშელი – ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაშია აღნიშნული. „აღვნიშნავთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო […]

ნიკა მელია – სიმართლე ივანიშვილის მხარეს არ არის, მან მოისწრაფა საკუთარი ძალაუფლება და ბევრად ადრე ჩამოშორდება, ვიდრე ჰგონია – იქნება ძალიან მკვეთრი, გააზრებული გადაწყვეტილებები – ვნახავთ, საზოგადოება რისთვის არის მზად

ბიძინა ივანიშვილი ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საზოგადოებისგან, სიმართლე მის მხარეს არ არის, მან მოისწრაფა საკუთარი ძალაუფლება და ბევრად ადრე ჩამოშორდება, ვიდრე მას ჰგონია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, მხოლოდ ემოციური საუბარი და გადაწყვეტილებები არ არის საკმარისი. მისი თქმით, იქნება […]

მიხაილ როთი – საქართველოს “ბელარუსიფიკაცია” რეალური საფრთხეა – ევროკავშირმა ეს არ უნდა მიიღოს

საქართველოს “ბელარუსიფიკაცია” რეალური საფრთხეა – ევროკავშირმა ეს არ უნდა მიიღოს , – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს. „თუ „ქართული კოშმარის“ ლიდერი თავის განცხადებებს ქმედებებს მოაყოლებს, ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის საფრთხე არსებობს. ევროკავშირმა ეს არ უნდა მიიღოს“, – აცხადებს როთი.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლას არ აპირებს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები რეალობას არ ასახავს. “ერთიანობა ნაციოანალური მოძრაობა” აცხადებს, რომ არ აღიერებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამეტში შესვლას. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე შევლამდე გააკეთა. […]

საქართველო საერთაშორისო მედიის ფოკუსში – “საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია”

საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოექცა. ისეთი მედია გამოცემები, როგორიცაა POLITICO და New York Times-ი წერენ, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი შეფერხებებითა და დაბრკოლებებით მიმდინარეობდა. 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს, რომ “საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ჩაეშვა” მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, პროდასავლური ოპოზიცია კი […]