„ქართულმა ოცნებამ“ დიდი საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, ევროპული და დემოკრატიული მომავალი – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ქვეყანა შეიყვანა შიდა პოლიტიკურ კრიზისში; გააღრმავა ქვეყნის დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის რისკები და დიდი საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, ევროპული და დემოკრატიული განვითარების მომავალი, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად […]
ლევან დავითაშვილი ლარის კურსის მერყეობაზე – არჩევანის გაკეთებამდე იყო წნეხი, ბუნდოვანება თუ გაურკვევლობა, არჩევნების შემდეგ ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა – იქნება სიცხადე და დადებითი ტენდენციები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ლარის კურსის არასტაბილურობას არჩევნებამდე არსებული წნეხითა და გაუგებრობით ხსნის. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკის ნაბიჯი, კურსის შესანარჩუნებლად რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით, არის სწორი. „ეროვნული ბანკის მიდგომებსა და პოლიტიკას სრულად მინდა მხარი დავუჭირო. ეს გადაწყვეტილებები [რეზერვების გაყიდვა] იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა […]
კახა ოქრიაშვილი – დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მინდა მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა. ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და […]
პიტერ სიიარტო – საქართველოში არჩევნები მოიგო არა ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ შეთავაზებულმა ძალამ, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს

საქართველოში არჩევნები მოიგო არა ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ შეთავაზებულმა ძალამ, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს წინა პლანზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „მზის ქვეშ ახალი არაფერია: შაბათს საქართველოში არჩევნები მოიგო არა იმან, ვინც ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ იყო […]
ლევან დავითაშვილი – Concentrix-ის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ – კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს

Concentrix-ის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს „აწარმოე საქართველოში“, მე რამდენადაც მაქვს ანგარიში და კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა თავად კომპანიისთვისაც საინტერესო ინფორმაციის წყარო იყოს. „მე მოვიკითხე საგამოძიებო სამსახურებთან, მიდის საგამოძიებო პროცესი და ვიდრე ეს არ დასრულდება, უფრო […]
თამარ კორძაია – შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ

შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ვითარების შესაბამისად მიიღება. „მთავარი არის ის, როგორ შეიძლება მთელი საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოება იყოს ერთ მხარეს და მარტო „ქართული ოცნება“ იყოს […]
რამე რომ გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს ან თუნდაც ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან, მაგრამ წავიდნენ და მშვიდად დაიძინეს იმიტომ, რომ იციან, ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლობის გამო
რამე რომ გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს ან თუნდაც ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან, მაგრამ წავიდნენ და მშვიდად დაიძინეს იმიტომ, რომ იციან, ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლობის გამო „მთავარი მიზანი რაც მათ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ეს მიზანი ვერ შეასრულეს და ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან […]
„ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, რომელმაც მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაყარა, დაკავებულია

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, რომელიც მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში ყრიდა, დაკავებულია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „სულ რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, ყველა ინციდენტზე არის პასუხი. სხვათა შორის, ერთი რამეც უნდა ითქვას ბრალდებებთან და ხმის მრავალჯერ მიცემასთან დაკავშირებით, გუშინ, ნახეთ, ოდირის ხელმძღვანელს კითხეს კიდეც, მან დაასახელა […]
აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები – პრემიერი

აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები – აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიაში უკვე დაიწყო ახალი პორტის მშენებლობა. „აღსანიშნავია ანაკლიის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და შედეგები გვექნება მაქსიმუმ 2029 წლისთვის, თუმცა იმედია, 1 წლით ადრე მოხდება პირველი გემების […]
5 G ინტერნეტი – როგორ ინერგება ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია საქართველოში

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. როგორი ინერგება ახალი ტექნოლოგია ქვეყანაში? ,,კომერსანტმა’’ კითხვებით კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას მიმართა. კომისიაში აცხადებენ, რომ […]