,, ეს არჩევნები მხოლოდ 4 პარტიისთვის არ გაყალბებულა!” – მამუკა გამყრელიძე

ყოფილი ელჩი, მამუკა გამყრელიძე: ,,ვითარება სამართლებრივი ველიდან გავიდა, როცა არჩევნების ცინიკური შედეგი გამოცხადდა. ახლა სიტუაცია მთლიანად პოლიტიკურ პროცესად იქცა. ამ პროცესში ორივე მონაწილის, ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთი დაზუსტება. ეს არჩევნები მხოლოდ 4 პარტიისთვის არ გაყალბებულა ! ეს არჩევნები გაყალბდა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საქართველოს ყველა ამომრჩევლისთვის ! […]

მიხეილ ჯანელიძე – „ქართულმა ოცნებამ“, ძალაუფლების შენარჩუნების გამო ქვეყანა შეიყვანა შიდა პოლიტიკურ კრიზისში, გააღრმავა ქვეყნის დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის რისკები

„ქართულმა ოცნებამ“, ძალაუფლების შენარჩუნების გამო ქვეყანა შეიყვანა შიდა პოლიტიკურ კრიზისში; გააღრმავა ქვეყნის დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის რისკები; დიდი საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, ევროპული და დემოკრატიული განვითარების მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგორც საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, ცესკო-ს მონაცემებითაც კი, თბილისში, სადაც თითქმის საქართველოს მოსახლეობის ნახევარი […]

პაატა დავითაია – ქვეყანა შედის პოლიტიკურ კრიზისში, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ერთობა – დაყოფა დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური პროცესისთვის

იმ ვითარებით, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შედის. პრეზიდენტის ჩართულობით უნდა შეიქმნას კრიზისების მართვის საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და არ აღიარებენ მის შედეგებს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ საპარლამენტო არჩევნებითაც დადასტურდა ის, თუ […]

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა – ჩვენი ხალხის ურყევი ნება არის ნიველირებული, არჩევნები არის ჩატარებული „ეფესბეს“ მიერ

26 ოქტომბერს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა – ჩვენი ხალხის ურყევი ნება არის ნიველირებული, არჩევნები არის ჩატარებული „ეფესბეს“ მიერ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით, არჩევნების შედეგები არცერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უღიარებია და ეს ასეც დარჩება. „პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენი […]

ლევან დავითაშვილი – ჩვენი საარჩევნო პროგრამა ახლა უკვე უნდა გადაითარგმნოს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც წარდგება საქართველოს პარლამენტში

დღეს საქართველოს მთავრობა პირველად შეიკრიბა არჩევნების ჩატარების შემდეგ. ჩვენ პირველი დღეიდან შევუდექით სამუშაო პროცესს. მთავრობა შეიკრიბა საარჩევნო პროგრამის გარშემო. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ახლა უკვე უნდა გადაითარგმნოს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც წარდგება საქართველოს პარლამენტში, რომელსაც საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი დაუჭერს მხარს და დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა […]

ანრი ოხანაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 1 120 000 ხმა, 900 000 ხმით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით – „ქართულ ოცნებას“ ზურგს უმაგრებს ქართველი ხალხი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 1 120 000 ხმა, 900 000 ხმით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით და ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ზურგს უმაგრებს ქართველი ხალხი. მან ასევე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყუილია რადიკალური ოპოზიციის ნათქვამი, […]

პაპუაშვილმა ISFED-ს პარალელური დათვლის შედეგების სრულად გამოქვეყნებისკენ მოუწოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. პაპუაშვილმა თქვა, რომ ორგანიზაცია მონაცემებს მალავს. „27 ოქტომბერს გადააცილეს [პარალელური დათვლის შედეგების] გამოქვეყნების დრო, გამეორდა 2020 წლის სცენარი, მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. მათი მეთოდოლოგიით, ეუთოს ანგარიშამდე, 12:00 საათზე აქვეყნებენ შედეგებს და […]

დოუტი: დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს – უნდა ჩატარდეს გამოძიება

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს. როგორც დოუტის განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთი ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს მხარს უჭერს. “დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც გაერთიანებულმა სამეფომ 50 დამკვირვებელი გაგზავნა. ანგარიშში საუბარია […]

ლევან დავითაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე – უბრალოდ, გულდასაწყვეტია – ვფიქრობ, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, უბრალოდ, გულდასაწყვეტია – ვფიქრობ, რომ ზოგადად, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „ტვ პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით, აღნიშნული ინტერვიუ საარჩევნო პროცესის ნაწილი იყო. „მე ამ კანონზე [ე.წ. ოფშორების კანონზე] […]

ლევან დავითაშვილი – გარწმუნებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება, ეს არის ჩვენი მკაფიო, მყარი ხედვა, რომ საქართველო ამ კუთხით გააგრძელებს სვლას

გარწმუნებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება, ეს არის ჩვენი მკაფიო, მყარი ხედვა, რომ საქართველო ამ კუთხით გააგრძელებს სვლას და ასევე, საქართველოს მთავრობის განწყობა და მზადყოფნა, რომ ამ რეფორმებში ვიყოთ აქტიური, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან რეფორმები შესრულდება, რაც შეეხება ე.წ. რუსული კანონის შესაძლო გაუქმებაზე […]