თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება ხვალ ელექტრომომარაგება?

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კრწანისის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე […]
როდემდე გაგრძელდება რეზერვების ხარჯვა ლარის კურსის დასაჭერად? – ეკონომიკის მინისტრის პასუხი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის პოლიტიკას სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. მისი განმარტებით, არჩევნები მკაფიო სიგნალი იყო, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობა იქნება. „სრულად მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლიან პოლიტიკას. არჩევნებით ძალიან დიდი სიცხადე […]
„გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი“ – შალვა პაპუაშვილი

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ხმების დათვლა სრულად დაასრულა. არჩევნების შედეგები უკვე ნათელია, თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზეა ამ არჩევნებში და ეს არის ქართველი ხალხის, დიდი გამარჯვება, რომელმაც, ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა, გაუსწორა რა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ […]
“საერთოდ გასაუქმებელია პრეზიდენტის ინსტიტუტი“ – რას წერს ნინო ნადირაძე

ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. ნინოს აზრით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. “საერთოდ გასაუქმებელია პრეზიდენტის ინსტიტუტი და ეგ ფული ბავშვთა ონკოლოგიაში ჩადეთ!”- წერს ნინო ნადირაძე.
“გახარია არ მივიდა პრეზიდენტთან.. ვიტოვებ იმედს, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია არ მივიდა. “გახარია არ მივიდა პრეზიდენტთან. რა სამარცხვინოა მისი დაპირებები და ჩემი იმედები რომ ეს კაცი, არ მეგონა 41. წავაგე ნიძლავი:))” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჯანელიძე: ეუთო/ოდირი შუალედურ დასკვნაში მხოლოდ 1 დადებით შეფასებას წერს, ხოლო 10 უარყოფითს

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირი თავის შუალედურ დასკვნაში, რომელიც საარჩევნო პროცესის დასრულებამდე მომზადდა, მხოლოდ 1 დადებით შეფასებას წერს, ხოლო 10 უარყოფითს. როგორც ჯანელიძე Facebook-ზე წერს, “ცესკო-ს მონაცემებითაც კი, თბილისში, სადაც თითქმის საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, ქართულმა ოცნებამ მიიღო 42%, ანუ უმცირესობაშია”. “ძირითადი […]
სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილეს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ესაუბრება.
რატი ბრეგაძე – პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა – კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმების საფუძველზე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გუშინ, ოპოზიციური პარტიების ნაწილთან გამართულ შეხვედრას „აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელ ყრილობას“ უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. სალომე […]
ნატოს პრესსპიკერი – არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული

არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული,- ამის შესახებ განცხადებას ნატოს პრესსპიკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადების გაკეთებისას, ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას დაეყრდნო, რომელშიც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა. “საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების […]
იგორ ნარმანია – მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი – ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, მაგრამ პირიქით, უფრო მეტად მოტივირებულები ვართ

მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი – ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, მაგრამ პირიქით, უფრო მეტად მოტივირებულები ვართ, რათა ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველოში დავასრულოთ რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არჩევნები იყო სუს-ის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის […]