ALDE-ს პარტია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენა ჰანი და “ლიბერალური ინტერნაციონალის” პრეზიდენტი, ჰაკიმ ელ ჰაიტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ რომელშიც წერია, რომ უარყოფენ არჩევნების შედეგებს. ამასთან, მათი თქმით, არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას. “შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობისა და შიშის მძიმე ღრუბელი დატოვა. დაშინებისა და დარღვევების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი, როგორც […]
ვიქტორ ორბანი არჩევნებზე: ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი

საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მან მთავრობაში პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრელი დამკვირვებლების მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „ყველა ასპექტი იყო პოზიტიური – თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი“. „ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყანაში […]
რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა კრივოი-როგშიც

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 29 ოქტომბერს, დილით იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 დაჭრილიდან 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიმეა. დნეპროპეტროვსკის ადინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 11 მრავალბინიანი სახლი და სკოლის და კლინიკის შენობები. სარაკეტო შეტევა 29 ოქტომბერს, […]
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, […]
დასახელდა ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ტოპ–ხუთეული

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა მას შემდეგ, რაც რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, – წერს გაზეთი The Mirror-ი. იტალიელმა სპეციალისტმა ერთი წლის განმავლობაში 21.5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო, მაგრამ ახლა პირველობა გვარდიოლასკენ გადავიდა, რომელიც წელიწადში 20 მილიონ ფუნტს […]
ვიქტორ ორბანი – თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ – ჩვენს ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები არიან, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთსახარბიელო და პოზიტიურია – ალბათ, ამის მიზეზი ისტორიაა, რადგან თქვენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხართ და ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ორბანმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტისთვის არჩევნების შედეგებს დაელოდა, რადგან საარჩევნო კამპანიის […]
ლატვია საქართველოს შესახებ EU-ს მინისტრების საერთო განცხადებას უერთდება – ბაიბა ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ადასტურებს, რომ ლატვია ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის იმ ერთობლივ განცხადებას უერთდება, რომლის თანახმადაც ისინი სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას გმობენ და საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ – ამის შესახებ ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვიქტორ […]
დღეს მილანი VS ნაპოლია – ტრადიციული დუელის ჩაშლის შანსი და დანავსული სერიის შეწყვეტის სურვილი

“ნაპოლიმ” კონტეს სტილში, პრაგმატულად (1:0 ლეჩესთან) მოიგო, იტალიის ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და წინ რთული გრაფიკი აქვს. გუნდი თითქმის არ უშვებს და ცოტა გააქვს. ანტონიომ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მხოლოდ დასკვნითი 20 წუთი ათამაშა. ლიდერებთან მატჩები “მილანით” იწყება, რომელთაც ნეაპოლელები სერია “ა”-ს მე-10 ტურში ეწვევიან – დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე. […]
ჩვენ არ დაგვითვლია რამდენი ადამიანი დააშინეს, ეს შეუძლებელი იქნებოდა – თამარ ხიდაშელი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ხიდაშელი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ არჩევნების პერიოდში ამომრჩევლებზე დაშინების შესახებ საუბრობს. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ რამდენი ათასი ადამიანი იყო დაშინებული, ხიდაშელი პასუხობს, რომ მათ არ დაუთვლიათ რამდენი ადამიანი დააშინეს, რადგან ეს შეუძლებელი იქნებოდა. „ალბათ გესმით, რომ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ, ეს ადამიანები არ არიან მზად, რომ ღიად ილაპარაკონ. ჩვენ არ […]
darknet-ში იყიდება 10 მილიონი წყვილი მომხმარებლის ანგარიშებიდან მოპარული ლოგინი და პაროლი ახლო აღმოსავლეთის

Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის (DFI) გუნდმა შეისწავლა 2024 წლის პირველი ნახევრის ბაზრის ბაზრებზე რეკლამები, რათა დაედგინა ძირითადი კიბერ საფრთხეები ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებებისთვის ახლო აღმოსავლეთში. „კასპერსკის ლაბორატორია“ გვაცნობებს, რომ ინფორმაციის გამტაცებლების დახმარებით თავდამსხმელები ცდილობენ შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი კონფიდენციალური მონაცემები ინფიცირებული მოწყობილობებიდან. ანგარიშებზე შესვლასა და პაროლებზე დიდი მოთხოვნაა. KasperskyDFI-ის ექსპერტებმა 2024 წლის პირველ ექვს თვეში […]