თამარ კორძაია – დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით – „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“ – თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გაყალბებას და მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია გამოდის ინიციატივით, რომ დაიწყოს კამპანია სახელწოდებით – „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“. როგორც კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამისათვის უნდა შეიქმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა, სადაც მას შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს სად მისცა ხმა და დარწმუნდეს, გაყალბდა თუ არა მისი ხმა. კორძაიას თქმითვე, თუ ხელისუფლება ამ ბაზას არ შექმნის, ეს […]

ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს – არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ

არჩევნებში ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, ეს მთელს დასავლეთ ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა, მაგრამ რაკი კონსერვატორულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს – ეს ასე იყო უნგრეთის არჩევნების შემდეგაც და ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ! – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანმა ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძეს „არჩევნების დემოკრატიულად […]

ვიქტორ ორბანი – მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არ მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად – გვესმის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი მშვიდობაზე გააკეთა

არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აღნიშნა, დარწმუნებულია იმაში, რომ „ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება […]

პრემიერი – განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვიქტორ ორბანს ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების ძალიან კარგი გამოხატულება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტს შეეხო. როგორც მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უნგრეთთან თანამშრომლობის დღევანდელი მოცემულობით კმაყოფილია, თუმცა ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი. ესაა პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი […]

ორბანი არჩევნებზე: კამათი იქნება ევროპაში, ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ჩვეული ამბავია

უნგრეთის პრემიერმინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ რომ მომავალშიც იქნება, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა იქნეს მიღებული, როგორც ხდება აქამდე. არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია. კამათი არსებობს მსგავსი სახის ბრიუსელში. […]

პრემიერი – ჩვენი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა და ამ კუთხით უნგრეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება – მივესალმებით ქვეყნის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი იდენტობა, ქრისტიანული ფასეულობები, ჩვენც ზუსტად იგივე ფასეულობები გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთმა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამის შესახებ მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისივე თქმით, უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. „მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ვიქტორ ორბანი წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მისი ვიზიტი, ისევე […]

ვიქტორ ორბანი – ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის – არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა

ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის – შემიძლია ვთქვა, არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტისას ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბანმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში დააკვირდნენ უნგრელი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნები შეაფასეს, როგორც „პოზიტიური, თავისუფალი და […]

პიტერ სიიარტო – უნგრეთი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მხარს მტკიცედ უჭერს – ლიბერალური „მეინსტრიმი“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მათი სასურველი პარტია იმარჯვებს

უნგრეთი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მხარს მტკიცედ უჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის პოზიციასაც სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს. „უნგრეთი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მხარს მტკიცედ უჭერს და სუვერენიტეტისა და ხალხის ნების მიმართ მის ერთგულებას მიესალმება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, პიტერ სიიარტომ […]

თამარ კორძაია – ხალხს არ სჯერა იმ შედეგების, რაც ივანიშვილმა და ცესკო-მ დაწერეს – ეს გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა

ხალხს არ სჯერა იმ შედეგების, რაც ივანიშვილმა და ცესკო-მ დაწერეს – ეს გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაიას თქმით, „ხელახალი არჩევნების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია“. „გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერა იმ შედეგების, რაც ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაწერეს. ამიტომ, რა […]

გერმანელ-ირანელი დისიდენტი ირანში სიკვდილით დასაჯეს

ირანმა სიკვდილით დასაჯა გერმანელ-ირანელი დისიდენტი ჯამშიდ შარმაჰდი, რომელიც ტერორისტული ოპერაციების ხელმძღვანელობისთვის იყო მსჯავრდებული, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შარმაჰდს, რომელსაც ბრალი აშშ-ში დაფუძნებული პრომონარქისტული ჯგუფის ხელმძღვანელობაში დასდეს, სიკვდილით დასჯა შარშან ე.წ. „დედამიწაზე კორუფციისთვის“ მიუსაჯეს. ჯამშიდ შარმაჰდი ბრალდებას უარყოფდა, მისი ოჯახი კი ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ სპიკერი იყო. გერმანიის […]