ისრაელი აგრძელებს ლიბანზე იერიშს და ღაზაში თავდასხმებს აშშ-ის მცდელობის ფონზე, შეწყდეს ცეცხლი

1 ნოემბერს ისრაელმა გააგრძელა საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორზე, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა ბოლო 24 საათის განმავალობაში, იტყობინება სააგენტო Reuters-ი, ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით. 1 ნოემბერს ისრაელის არმიამ ცეცხლი დაუშინა ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის სამხრეთ არეალებს. ამ დროს აშშ-ის მეთაურობით დიპლომატიური მცდელობა, შეწყდეს ცეცხლი, ძნელად მიიწევს წინ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ ბრალად დასდო ისრაელს „სიჯიუტე“ მოლაპარაკებაზე, ხოლო ისრაელის […]

Morgan Stanley, სპორტულ ლიგებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ინდექსს გამოუშვებს

ამერიკული საბანკო გიგანტი Morgan Stanley, საინვესტიციო ინდექსს Parametric Custom Core Sports League-ს უშვებს, რომელიც მიბმული იქნება პოპულარულ სპორტულ ლიგებზე – ინფორმაციას CNBC ავრცელებს. პროდუქტი გამიზნულია სპორტის მდიდარ გულშემატკივრებზე და საშუალებას მისცემს ინვესტორებს ინვესტიციები განახორციელონ მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციებში, რომლებსაც აქვთ ძლიერი კავშირები ცნობილ ლიგებთან სპონსორობის, რეკლამის და მედიის მხარდაჭერის კონტექსტში. პორტფელი მოიცავს 250-400 ინსტრუმენტს და […]

გახარიას ფოტო, რომელიც „იმედმა“ „წყაროზე დაყრდნობით“ გაავრცელა, რუსმა „ტურისტებმა“ გადაიღეს – ქემოკლიძე

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის ხელმძღვანელის შეხვედრის ფოტო, – რაც რამდენიმე კვირით ადრე „იმედმა“ გამოაქვეყნა დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით, „რუსი ტურისტების“ მიერ არის გადაღებული. გიორგი გახარია სექტემბრის შუა რიცხვებში შეხვდა საქართველოში ამერიკული „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუსი“ ხელმძღვანელს, ჯონი დიპიროს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“, რომელიც იუწყებოდა, რომ […]

BBC არჩევნებთან დაკავშირებით HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებზე წერს

BBC ორი ამერიკული ორგანიზაციის, HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებს ეხმაურება და წერს, რომ ორგანიზაციების ცნობით, გასულ კვირას, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები სტატისტიკურად აზრს მოკლებულია და მისი ლოგიკური ახსნა შეუძლებელია. გამოცემის ინფორმაციით, ქართველმა დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემისას არაერთი დარღვევა, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიულეტინების გაყალბება და არჩევნების წინ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამასთან, BBC აღნიშნავს, […]

საია – ს თავმჯდომარე – ოლქებმა ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე, არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა – საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს

ცესკო გვეუბნება, ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს. „ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, […]

თინა ხიდაშელი – საქართველოს ხელისუფლება ამ წუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები

საქართველოს ხელისუფლება ამ წუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. „საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა ორი რამ, ყველა […]

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი – საქართველოს არჩევნებში თაღლითობა რუსეთის მიერ ევროკავშირის სამეზობლოში ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია

საქართველოს არჩევნებში თაღლითობა რუსეთის მიერ ევროკავშირის სამეზობლოში ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები… ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები […]

ვილი სანიოლი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა წარდგენილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი სანაკრებო დონეზე მომუშავე 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა წარდგენილი. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო და მამაკაცთა ნაკრებებში მომუშავე მწვრთნელებს შორის საუკეთესოს გამოავლენს. ვილი სანიოლის გარდა 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე კიდევ 19 სპეციალისტია წარდგენილი. ესენი არიან: ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი), გარეთ […]

როდის გამოჩნდება იპოთეკით დაცული პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე?

იპოთეკით დაცული პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა. როგორც ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ამ ეტაპზე ბანკები აქტიურად მუშაობენ იპოთეკით დაცული ობლიგაციების ემისიისთვის. „პირველი გამოშვება მომავალი წლის პირველ ნახევარში მოხდება, გამომდინარე იმ ტემპებიდან რა ტემპებითან საბანკო სექტორის წარმომადგენლები მუშაობენ შიდა სისტემების მოსამზადებლად. მთავარია პირველი ემისია შედგეს […]

“ბიჭი, გჩუქნით მაგ 200 ლარს, იმედია ძალიან გჭირდებოდა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი: გამომიგზავნეს ვიდეო, სადაც ქოცი ახალგაზრდა ბედნიერი ყვება, როგორ გადაგვარიცხინა 200 ლარი. აგვახია მისი განმარტებით. სახეს მალავს. თავადაც იაზრებს, რომ თითო ლარით შეგროვებული ფონდიდან ფულის “ახევა” მთლად კარგი საქციელი არაა. მაგრამ იცით რა სხვაობაა, ფერად ბავშვებსა და მათ შორის. ესენი მორჩენილ 20 და 15 ლარს უკან აბრუნებენ, ისინი… ბიჭი, (რა გქვია არ ვიცით […]