“გოგლიჩიძე “ინტერთან” მატჩისას გასაძევებელი არ იყო” – იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი [VIDEO]

„ინტერთან“ მატჩისას „ემპოლის“ მცველის საბა გოგლიჩიძის გაძევებაზე საკუთარი მოსაზრება იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობერტო პრუცომ გამოთქვა. პრუცომ რადიო Mattino Sport-ის ეთერში წამყვანის კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქართველი წითელ ბარათს უპასუხა, რომ მსაჯმა მატეო მარკეტიმ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ შეუძლიათ ჰკითხონ ათ ადამიანს, ვისაც ფეხბურთი უთამაშია და ისინი სიტუაციას განუმარტავენ, არბიტრმა გოგლიჩიძეს თავიდან ყვითელი ბარათი […]

მამუკა ხაზარაძე – არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები, დღეს მათგან უარი მივიღეთ და ამის მიზეზი იყო ის, რომ თურმე, არა არსებითი მოთხოვნაა – ჩვენ მივალთ სასამართლოში

არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები, დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სპეცოპერაცია, რომლის გატარებაც ქვეყნის მთლიან ოკუპაციას გამოიწვევს. “ჩვენ, “ძლიერი […]

ომბუდსმენი – ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“ – არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა

ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, […]

ლევან იოსელიანი – არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს

ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს, ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემის „360 გრადუსის” წამყვანს კითხვაზე, თვლის თუ არა სახალხო დამცველი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და არჩევნების დროს დამდგარი შედეგები არის თუ არა ლეგიტიმური. მისი თქმით, არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის […]

პოლიტიკაში კოლინ პაუელის მეთოდს უწოდებენ იმ სახის სპეკულაციებს, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი დასავლელი პატრონები მიმართავენ და სწორედ ამ ყველაფრის ბრმად დაჯერება არის მონობა

პოლიტიკაში კოლინ პაუელის მეთოდს უწოდებენ იმ სახის სპეკულაციებს, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი დასავლელი პატრონები მიმართავენ და სწორედ ამ ყველაფრის ბრმად დაჯერება არის მონობა პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება. „საზოგადოებას, ახალგაზრდებს ამას ვუხსნით, რომ მონობა სწორედ ისაა, ასე მარტივად რომ იჯერებენ ყველაფერს“- აღნიშნა დეპუტატმა. მისი თქმით, არსებული სპეკულაციები ე.წ. კოლინ […]

რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა არქტიკაში ვაშინგტონისთვის “შემაშფოთებელი სიგნალების” შემცველია

შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდ თანამშრომლობას არქტიკის რეგიონში. სამხედრო სფეროში მათი ბოლოდროინდელი ურთიერთთანამშრომლობა არქტიკაში “შემაშფოთებელ სიგნალებს” შეიცავს, აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი არქტიკის საკითხებში მაიკლ სფრაგა. რუსეთმა და ჩინეთმა გააღრმავეს სამხედრო თანამშრომლობა არქტიკაში. ეს ბოლო წლებში პეკინის მხრიდან მოსკოვისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებასაც მოიცავს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, […]

კრამერი: არ უნდა აღიარდეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი დეივიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა არ უნდა აღიარდეს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ისაუბრა. საქართველოში არსებულ სიტუაციას იგი 2004 წელს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ადარებს. „იყო მოთხოვნები საერთაშორისო საზოგადოებისგან 2004 წელს უკრაინაში და მიმაჩნია, რომ ეს საქართველოსთვის ეს სწორედ 2004 წლის ნოემბრის […]

საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება – Fitch-ის მიმოხილვა

საკრედიტო სააგენტო Fitch-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაურკვევლობა. ორგანიზაციის შეფასებით, გაზრდილი პოლიტიკური რისკი და მისი გავლენა მთავრობასა და საგარეო დაფინანსების წყაროებზე, უკვე აისახა მათ ივნისის შეფასებაში, როცა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “პოზიტიურიდან” “სტაბილურით” შეიცვალა. 2024 წელს კი, ორგანიზაცია ეკონომიკის 7%-იან ზრდას ელის. კერძოდ, Fitch წერს, რომ წინასწარი შეფასებით, წელს […]

ეს დარგისთვის კოლაფსი იქნება – ტუროპერატორი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ EU-ს მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. როგორც BMG-ის ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია ვანის“ დამფუძნებელმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, უკვე ფიქსირდება ევროკავშირიდან ჯავშნების გაუქმება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში კი ევროკავშირიდან ტურისტული ნაკადები […]

ისრაელი აგრძელებს ლიბანზე იერიშს და ღაზაში თავდასხმებს აშშ-ის მცდელობის ფონზე, შეწყდეს ცეცხლი

1 ნოემბერს ისრაელმა გააგრძელა საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორზე, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა ბოლო 24 საათის განმავალობაში, იტყობინება სააგენტო Reuters-ი, ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით. 1 ნოემბერს ისრაელის არმიამ ცეცხლი დაუშინა ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის სამხრეთ არეალებს. ამ დროს აშშ-ის მეთაურობით დიპლომატიური მცდელობა, შეწყდეს ცეცხლი, ძნელად მიიწევს წინ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ ბრალად დასდო ისრაელს „სიჯიუტე“ მოლაპარაკებაზე, ხოლო ისრაელის […]