ესპანეთის მეფეს და დედოფალს წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში მომიტინგეებმა ტალახი ესროლეს

ესპანეთის მეფესა და დედოფალს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ვალენსიაში ვიზიტის დროს მომიტინგეებმა ტალახი და სხვა საგნები დაუშინეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „მკვლელი“, „სირცხვილი“ – მიმართეს შეძახილებით სამეფო წყვილს, როდესაც ისინი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონის ქალაქ პაიპორტაში ჩავიდნენ. სამეფო წყვილს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი და ვალენსიის რეგიონალური მთავრობის მეთაური კარლოს მაზონიც ახლდნენ, თუმცა დაცვამ ისინი გაღიზიანებულ […]

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით, შრომის ბიულეტენი პასუხობს აქტულურ საკითხებს: გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სასამართლო პრაქტიკა და ანაზღაურების გაცემის ვალდებულება შრომის ხელშეკრულების გარეშეც. სშკ-ის მე-4 მუხლით შრომითი დისკრიმინაცია შესაძლოა გამოვლინდეს პირდაპირი ან ირიბი ფორმებით, ხოლო მე-5 მუხლით შრომითი დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის დროს, ისე წინასახელშეკრულებო ეტაპზეც, რომელიც მოიცავს ვაკანსიის გამოქვეყნებას და კანდიდატის შერჩევას. მე-6 […]

WSJ: ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე ძლიერ შეტევას აპირებს

ირანი გეგმავს ისრაელზე „ძლიერ და კომპლექსურ“ შეტევას, რომლისთვისაც გამოიყენებს არა მხოლოდ რაკეტებს და დრონებს, არამედ რეგულარული არმიის სამხედროებსაც. ამის შესახებ, როგორც ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, თეირანმა რეგიონის ქვეყნების დიპლომატები გააფრთხილა. გამოცემის წყაროა ირანის და ზოგიერთი არაბული ქვეყნის ოფიციალური პირები. ირანელი წყაროს თანახმად, ისრაელზე ახალი შეტევა იგეგმება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ 5 ნოემბრის […]

ანტონიო გუტერეში – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნა უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება

გენერალური მდივანი უაღრესად შეშფოთებულია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების რუსეთის ფედერაციაში გაგზავნით,მათ შორის კონფლიქტის ზონაში მათი შესაძლო განლაგების გამო, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული. მისი განცხადებით, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის თავიდან ასაცილებლად. გენერალური მდივანი […]

დააკავეს ირანელი სტუდენტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა

ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ის ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად ერთ-ერთ სტუდენტურ სოციალურ მედია არხზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას […]

დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი მუშთაიდის პარკთან სარეკრეაციო ზონაში რესტორნის აშენებას გეგმავს

დეპუტატი და ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი მუშთაიდის პარკთან სარეკრეაციო ზონაში რესტორნის აშენებას გეგმავს. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, მუშტაიდის ბაღის მიმდებარედ და მასზე რესტორნის მშენებლობა იგეგმება. „მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ფუნქციური ზონა-რზ2(სარეკრეაციო ზონა 2), მასზე იგეგმება სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე დასაშვები ფუნქცია-დანიშნულების მქონე შენობის, რესტორნის განთავსება. გამომდინარე იქედან, რომ […]

დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. სამი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ არის დაანონსებული. “შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი”, – განაცხადა […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 4 ნოემბერს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 4 ნოემბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7264; 1 ევრო – 2.9595; 1 ფუნტი – 3.5203; 1 ლირა კი 0.0794 ლარი ეღირება.

თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? ხმის ამოღებასაც ვერ ბედავთ – პრეზიდენტი

თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? ხმის ამოღებასაც ვერ ბედავთ – პრეზიდენტი საქართველოს პერზიდენტი ეხმიანება საქართველოში დიპლომატის დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 3 ნოემბერს. „მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს […]

მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო მტკიცებულებაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მოლდოვა დიასპორის 300 ათასმა ამომრჩეველმა გადაარჩინა, ხოლო საქართველოს ძლიერი დიასპორის წარმომადგენლებს ხმის მიცემა შეუზღუდეს. „მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“: რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, […]