არ ვარ სანქციების მოლოდინში – პაპუაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც კონცენტრირებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. არ ვარ სანქციების მოლოდინში, ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების მიმართ არ ჰქონდეს ეჭვი არცერთ მხარეს. […]
ეკა მაღალდაძე – “ამერიკის ხმის” რეპორტაჟი საარჩევნო უბნიდან.

შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა ხმა წინასწარ უკვე მისცა, მაგრამ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა საკუთარ ხმას სწორედ არჩევნების დღეს აძლევს და დიდი ალბათობით მის შედეგსაც გადაწყვეტს. Facebook Forum
სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა

“დეილი ჯგუფსა” და “ზედაზენის ჯგუფს” შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქნა უმსხვილესი გაერთიანება, რომლის მმართველობა ორივე ჯგუფის დამფუძნებლებითა და პროფესიონალი წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. აღნიშნული გარიგების შედეგად, ეს უმსხვილესი გაერთიანება გახდა საცალო ვაჭრობის ბაზრის უპირობო ლიდერი, უმსხვილესი მოთამაშე ლუდისა და არაალკოჰოლური წარმოების ბაზარზე და მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე მოთამაშე ლოჯისტიკის ბაზარზე. “დეილი ჯგუფი”, საცალო ვაჭრობის სფეროში, წარმოდგენილია ისეთი […]
6 ნოემბერს ბუნდესტაგში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

ხვალ, 6 ნოემბერს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის მოსმენა გაიმართება. გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კომიტეტის დღის წესრიგში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები განხილვის პირველი საკითხი იქნება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გერმანიის ბუნდესტაგში განიხილავენ. საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ავტორები […]
ანრი ოხანაშვილი – ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, როცა ყველას არწმუნებდნენ, რომ ფარულობა აბსოლუტურად დაცულია – “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, რომელიც “აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული”. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, “ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა”, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით “ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ […]
გიორგი კახიანი – არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო

26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა – ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, მას ამ მომენტში არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს, – ეს განმარტება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა. კახიანის აზრით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, პირველ რიგში, ერთი ფაქტი […]
მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, ოღონდ არავინ ლაპარაკობს უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი: ,,ვუსმენ ეს დღეები ბევრი ლიდერის გამოსვლას, სამოქალაქო საზოგადოება იქნება ეს, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, ოღონდ, ჩემი აზრით, არავინ ლაპარაკობს უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელმაც მომავალში უნდა აგვარიდოს თავიდან არჩევნების დღეს გაყალბება, მათ შორის ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. როგორ ავიცილოთ თავიდან თუნდაც ხელახალი არჩევნების გაყალბება? როგორც არ უნდა გამოცვალოთ ცსკო, […]
კრიპტოინდუსტრიის მილიარდიანი ფსონი აშშ-ს არჩევნების შედეგებზე – ვის გამარჯვებას ელოდებიან ტრეიდერები?

კრიპტოინდუსტრიის მილიარდიანი ფსონი აშშ-ს არჩევნების შედეგებზე – ვის გამარჯვებას ელოდებიან ტრეიდერები? აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიტკოინის კურსი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა, ფსონების საერთო მოცულობამ ჯამში 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაგალითისთვის, 29 ოქტომბერს ბიტკოინის ფასმა 73 ათასს დოლარს გადააჭარბა, რაც მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლები იყო. თუ ტენდენციით ვიმსჯელებთ, კრიპტოვალუტის კურსი აშშ-ს არჩევნების თარიღის […]
მიხეილ სააკაშვილი – გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით – მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით გაკვირვებული და აღფრთოვანებულია. სააკაშვილი მოსამართლეს ქვეყნის სიყვარულისთვის მადლობას უხდის. „სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი უაღრესად უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით. მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. ინფორმაციისთვის, თეთრიწყაროს […]
ცესკო – საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული

საარჩევნო ადმინისტრაციამ სადემონსტრაციო ვიდეო მოამზადა, რომელიც „აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული“. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში […]