რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 7.474 მლრდ დოლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთის ბიუჯეტი 734 მლრდ რუბლის (7.474 მლრდ დოლარი) დეფიციტით შესრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ფედერალურ ხაზინაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 24.972 ტრილიონი რუბლი, ხარჯები – 25.706 ტრილიონი რუბლი. აღსანიშნავია, რომ რვა თვის განმავლობაში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 27.6 მლრდ რუბლი. ამრიგად, სექტემბერში […]

,,ტყუილად იმშვიდებს თავს კოლექტიური ქოცი: ქუჩაში ხალხის რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამაა“ – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი: ,,ტყუილად იმშვიდებს თავს კოლექტიური ქოცი: ქუჩაში ხალხის რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამაა, რაც 100%-ით ჩვენ ხელშია: თუ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციის გაყალბებულ შედეგებს, არ შევა დემოკრატიის ბუტაფორიად ქცეულ “პარლამენტში” და არ გაუპრავებს რუსებს მოპარულ არჩევნებსა და დე ფაქტო სახელმწიფო გადატრიალებას, რუსქოცები ვერასდროს მიიღებენ იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ […]

ედეგორი ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე დაქორწინდა

“არსენალის” კაპიტანი მარტინ ედეგორი სამეჯლისო ცეკვებში ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე, ჰელენ სპელინგზე დაქორწინდა. ედეგორმა 28 წლის სპელინგი ცოლად შეირთო. ფეხბურთელმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ მალე შვილი ეყოლებათ. მარტინს და ჰელენს ქორწილი არ გადაუხდიათ, მათი ხელის მოწერის მონაცემები ნორვეგიის მოსახლეობის ცენტრალურ რეესტრში დაფიქსირდა. ისინი სახალხოდ პირველად 2023 წელს ლონდონში ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდნენ. მარტინმა ტრავმა მოირჩინა და […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, […]

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ბელარუს გამომძიებლებს “სამასოიან მარშრუტზე” მიუთითა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ, უხეში პასუხი გასცა ბელარუსის საგამოძიებო ცენტრს (Belarusion Investivgative Center – BIC) რომელმაც, მანამდე გამოაქვეყნა გამოძიება ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინტერესებზე აფხაზეთში და საგამოძიებო ორგანოსთან დეტალების დაზუსტებას შეეცადა. „ალექსანდრე გრიგორიევიჩი სამართლიანად არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო მოღვაწე, პასუხისმგებელი ლიდერის მაგალითი, რომელიც მტკიცედ იცავს თავისი ხალხის ინტერესებს და პატივისცემით სარგებლობს […]

ბუნდესტაგში 6 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

6 ნოემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერება იმ კრიზისული ვითარების გამოძახილია, რომელიც 2 წელზე მეტია გრძელდება – გიორგი ტატიშვილი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება გამოძახილია იმ კრიზისული ვითარებისა, რომელიც მეტალურგიულ ბაზარზე 2 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში გრძელდება, – ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქარხნის გაჩერება სამუდამო არ არის და მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება. “მიმდინარე წლის თებერვლიდან შემოვიდა ჭიათურის მართვის კომპანია, რომელმაც აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომ უნდა უზრუნველყო […]

ახალი არჩევნების მოთხოვნით, „გირჩი“ 9 ნოემბერს აქციის გამართვას გეგმავს

პოლიტიკური პარტია „გირჩი“, რომელმაც ცესკოს წინასწარი ოფიციალური შედეგებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, დემონსტრაციის გამართვას აპირებს. „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა. დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები“, – აცხადებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. „გირჩი“ აქციის ჩატარებას თბილისში, პარლამენტის წინ 9 […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუსი] განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. „ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური […]

უკრაინელი ექსპერტი საქართველოსთან მატჩზე: ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს

წარსულში უკრაინაში ცნობილმა მწვრთნელმა ოლეგ ფედორჩუკმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტია, უპასუხა კითხვაზე, თუ როგორი მოლოდინი აქვს მათი ქვეყნის ნაკრების ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთთან მატჩებზე: “ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს. ჩვენი გუნდის ლიდერები ფორმაში არ არიან. არ შეიძლება ითქვას, რომ დოვბიკი “რომაში” ბრწყინავს, მეორე სტაბილურ თავდამსხმელს კი ჩვენთან ვერ ვხედავ. ჩანს, რომ არცთუ კარგ კონდიციებშია ზინჩენკო […]