ირაკლი ქარსელაძე – საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა გამოთქვა მზაობა საქართველოს განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საუდის არაბეთის განვითარების ფონდთან, ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაცია, როგორც დასრულებულ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ […]
კამალა ჰარისი დღეს ღამით მხარდამჭერებს არ მიმართავს

კამალა ჰარისი დღეს ღამით მხარდამჭერებს არ მიმართავს, – ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის თანათავმჯდომარემ, სედრიკ რიჩმონდმა განაცხადა. „ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია. არის შტატები, რომელთა შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა“, – განაცხადა სედრიკ რიჩმონდმა. მისივე თქმით, კამპანია ბრძოლას გააგრძელებს, რათა „ყველა ხმის დათვლა მოხდეს“. სედრიკ რიჩმონდმა მხარდამჭერებსა და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებს […]
თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

1 წელი თამაზ გინტურის მკვლელობიდან – 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, 58 წლის თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა გინტური სალოცავში, რა დროსაც ის ოკუპანტებმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის […]
ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთ, ჯორჯიის შტატში მოიპოვა გამარჯვება. ამ დროისთვის მას საარჩევნო კოლეგიის – 246 ხმა, კამალა ჰარისს კი 214 ხმა აქვს. “ასოშეიტედ პრესის” ცნობით, სენატში რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა უკვე გაინაღდა, რესპუბლიკური პარტია ჯერჯერობით წარმომადგენელთა პალატაშიც წინ არის.
დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187 – CNN

„სიენენის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპმა ორ მერყევ შტატში გაიმარჯვა, ხოლო სამში ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, ტრამპი გამარჯვებულია ჩრდილოეთ კაროლინაში და ჯორჯიაში. პენსილვანიაში, სადაც დათვლილია ხმების 93% დონალდ ტრამპს 51,1% აქვს, ხოლო ჰარისს – 47,8%. არსებული ცნობით, მიჩიგანში დათვლილია ხმების 61%, ტრამპს აქვს 52%, ხოლო ჰარისს 46%. რაც შეეხება ვისკონსინს, დათვლილია ხმების 86%. ტრამპს აქვს 51,2%, ჰარისს […]
CNN-ი – ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187

ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ცნობისთვის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯიის შტატის საარჩევნო კოლეგიის 16 ხმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოიპოვა. აშშ-ში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს […]
ტრამპს გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 22 ხმა აშორებს – Fox News

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 22 ხმა აშორებს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, ამ მომენტისთვის ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 248 ხმა აქვს, ხოლო მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს – 216. გამარჯვებამდე საჭიროა, რომ რომელიმე კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა მოიპოვოს. ტრამპმა გაიმარჯვა ისეთ ე.წ. მერყევ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით […]
გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, რურუა ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს. „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რურუა სუს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის […]
BBC – პირველადი მონაცემებით, დონალდ ტრამპი მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ე.წ. მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჯორშიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია. არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს მეტოქეს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს. ამასთან, კამალა ჰარისი […]