თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა – „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის. კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, […]

ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს

ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპის გამარჯვებას. მისი თქმით, ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც გააკეთებენ განცხადებებს. „პირველ რიგში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გვინდა გამოვეხმაუროთ. […]

ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, მან ამერიკა გადაარჩინა – მაიკ ჯონსონი

ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, მან ამერიკა გადაარჩინა – მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკელებმა ქვეყანა გადაარჩინეს. როგორც მაიკ ჯონსონმა დაწერა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. „ჩვენ გადავარჩინეთ ამერიკა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატორი ჯეი დი ვენსი თეთრ […]

ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერია

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, „2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსების პორტფელმა დაახლოებით 932 მილიონი ლარი შეადგინა”, საიდანაც, საქართველოს ბანკის დაფინანსების ჯამური მოცულობა 726 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ 2023 […]

ვინ არის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი

ვინ არის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი რთული ცხოვრების მიუხედავად, ვენსი მაღალანაზღაურებადი იურისტი გახდა, შემდეგ სენატორი, ბოლოს კი ტრამპის თანამოაზრე.

პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას. „პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ […]

ზელენსკი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ვრცელი ტექსტით ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ამერიკის არჩევნებში გამარჯვებას ვრცელი ტექსტით ულოცავს. „ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში შთამბეჭდავ გამარჯვებას! ვიხსენებ მასთან შესანიშნავ შეხვედრას, რომელიც [2024 წლის] სექტემბერში შედგა და როდესაც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და გზები, როგორც უნდა დავუსვათ წერტილი რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ვაფასებ გლობალურ საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას მიდგომისადმი, რომ […]

მშენებლობა 5.8%-ით გაძვირდა

2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 5.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, სექტემბრის თვიური კლების მიზეზი, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. რაც შეეხება წინა წლის მონაცემს შესაბამის […]

პოლიციამ თინა ბოკუჩავა და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოში არ შეუშვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნების რიგ უბნებში შედეგების ცნობის მოთხოვნით არასამთავრობო სექტორის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არ შეუშვეს. ბოკუჩავა სასამართლოს შენობაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციამ მას თავდაპირველად შესვლის ნებართვა დართო, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ნებართვა გაუქმდა. სხდომაზე არ უშვებენ სხვა კოალიციური პარტიების ლიდერებსაც. […]

გიორგი ვაშაძე – უტყუარად დადასტურებულია, რომ არჩევნების შედეგები გადაიწერა, ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებას სხვა იჩემებს, ვითხოვთ შედეგების გაუქმებას – საერთაშორისო გამოძიებისთვის მისაწოდებლად ყველა მასალა მზად არის

უტყუარად დადასტურებულია, რომ არჩევნების შედეგები გადაიწერა, ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებას სხვა იჩემებს. აქედან გამომდინარე, ამ შედეგების გაუქმებას ვითხოვთ, პროტესტი უწყვეტად გრძელდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, საერთაშორისო გამოძიებისთვის მისაწოდებლად ყველა მასალა მზად არის. „ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქეებისთვის გარანტირებული ფარულობის უფლება, რომელიც ტოტალურად […]