შენგელიას 12 ქულა, 7 მოხსნა და “ვირტუსის” გამარჯვება “ტორტონასთან”

იტალიის სერია A-ში მე-5 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც თორნიკე შენგელიამ მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფორვარდის “ვირტუსმა” ბოლონიაში ტორტონას უმასპინძლა და დააბულ ბრძოლაში – 85:81 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ მატჩი 12 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა. “ვირტუსს” მეტ მორგანმა […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე. უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს. „2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე […]

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, დონალდ ტუსკი – თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დავუჭერთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების […]

შესანიშნავი საუბარი მქონდა ტრამპთან, შევთანხმდით თანამშრომლობის გაძლიერებაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეთანხმდა, რომ შეინარჩუნებენ მჭიდრო დიალოგს და გააძლიერებენ თანამშრომლობას. „შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მას მივულოცე ისტორიული გამარჯვება – მისმა გასაოცარმა კამპანიამ შესაძლებელი გახადა ეს შედეგი. ვაფასებ მისი ოჯახის და გუნდის შესანიშნავად შესრულებულ სამუშაოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ […]

მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ. “სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების კუთხით, კონკრეტულად, ბოლოს […]

მოსკოვი თბილისს მოუწოდებს, აფხაზეთთან და ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს

მოსკოვი თბილისს მოუწოდებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები უზრუნველყოს და მათთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს. ეს მოწოდება რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზე გააკეთა, რომლის დეტალებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5-6 ნოემბრის შეხვედრაზე, რუსულმა მხარემ, შერიგებაზე თბილისიდან გაჟღერებული სიგნალების, პრაქტიკაში განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მოსკოვი აღნიშნავს, რომ ხელმოწერა მნიშვნელოვანია […]

საგარეო ლუკაშენკოს კომპანიის მიერ აფხაზეთში მიწის შესაძლო ფლობის შესახებ არ პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთში [დე ფაქტო] ვიზიტის შემდეგ, მის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის 20 ჰექტარი მიწის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი საუბრობს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს კითხვის საპასუხოდ უთხრეს, “ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ”. 13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2022 წლის […]

ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩადის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 27 ნოემბერს ყაზახეთს ეწვევა, – ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ნურტლეუმ ასტანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა. „რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა მან. თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მხარეები „სერიოზულად ემზადებიან“ რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს […]

რა გაძვირდა ყველაზე მეტად წინა წელთან შედარებით – პროდუქტების და მომსახურების ჩამონათვალი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 % შეადგინა. სექტემბერთან შედარებით ფასებმა მოიმატა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე და გარკვეული სახის სურსათზე. 2023 წლის სექტემბერთან შედარებით კი გაძვირდა ისეთი საქონელი და მომსახურება, როგორიცაა პირადი ნივთები, დაზღვევა, საფინანსო მომსახურება და პირადი ჰიგიენა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2024 ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარდგა. WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი. ლონდონის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს […]