“მიშელს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა” – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ადმინისტრაცია მიშელთან გამართული შეხვედრიდან კობახიძეს ციტირებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და რომ […]
უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი

უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, პაველ კლიმენკო. იგი მეთაურობდა ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას. მას ბრალად ედებოდა წამების ორგანიზება და თავისი ქვეშევრდომებისგან ფულის აღება ზურგში – ფრონტის უკანა ხაზზე გაგზავნის სანაცვლოდ. მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია. 47 წლის კლიმენკოს დაღუპვის შესახებ პირველად ომის მხარდამჭერმა ფორუმებმა სოციალურ ქსელებში და ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია. გამოცემა “ვაჟნიე ისტორიიმ” შეძლო […]
წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8-9 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალური ქსელის მონიტორინგის შედეგად მოხდა ორი ამორტიზებული მონაკვეთის იდენტიფიცირება და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა. კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის მასშტაბიდან […]
კამერუნი, ლიეტუვა და ფიჯი 2025 წლის მოსანახულებელი ქვეყნების რეიტინგში ლიდერობდნენ

Lonely Planet-ის მიხედვით კამერუნი, ლიეტუვა და ფიჯი ლიდერობდნენ 2025 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების სიას. Best in Travel 2025 რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ეყრდნობოდნენ მოგზაურების, მწერლების, ტურიზმის სპეციალისტების მოსაზრებებს და ხელმძღვანელობდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა უნიკალურობა, wow-ეფექტი და დანიშნულების ადგილის ერთგულება მდგრადი განვითარებისადმი. რეიტინგის სათავეშია კამერუნი აფრიკაში, რომელიც 2025 წელს აღნიშნავს დამოუკიდებლობის 65 წლის იუბილეს. ამ ქვეყნისადმი ყურადღება […]
Axios: ვინ იქნება ტრამპის საგარეოპოლიტიკურ გუნდში?

ამერიკული გამოცემა „აქსიოსი“ თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვინ და რა პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში. პროცესთან დაახლოებული პირები სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტზე რამდენიმე შესაძლო კანდიდატს ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ რთულია, საბოლოო ჯამში, იმის პროგნოზირება, თუ კონკრეტულად ვისზე შეაჩერებს არჩევანს აშშ-ის ხელმეორედ არჩეული პრეზიდენტი. სახელმწიფო მდივანი წყაროების ინფორმაციით, ამერიკის პირველი დიპლომატის ფავორიტი გერმანიაში შტატების […]
დოლიძე: ცესკომ, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზოგ უბანზე შესაძლოა კაცების აქტივობა მაღალი იყოს

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე, შესაძლოა, კაცი ამომრჩევლების აქტივობა 100%-ზე მაღალი იყოს. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში დღეს. დღის პირველ ნახევარში ISFED-მა საარჩევნო სიის ანალიზი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებული. რამდენიმე საათში ცესკოს […]
რას გეგმავს ELT Building დეველოპერულ ბაზარზე? – დამფუძნებლის პასუხი

“იელთი ჯგუფში” შემავალი დეველოპერული კომპანია ELT Building-ის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია $130 მილიონს შეადგენს, საიდანაც 90% უცხოური ინვესტიციაა – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დამფუძნებელი, ელგუჯა თურმანიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ELT Building-ის პოლიტიკა შემოსავლის 100%-იანი რეინვესტირებაა.
კობახიძის მტკიცებით, საქართველოს არჩევნები ამერიკულზე ხარისხიანი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები უფრო „ხარისხიანი“ იყო, ვიდრე მოლდოვასა და შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა, თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა, პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის […]
ლევან გოგიჩაიშვილი – ვერ ვხვდები ვნებებს, რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციურ შტაბში მიდის თუ არა გახარია, გახარია არ მიდის, მიდის სხვა, ყველგან ვერ იქნება – რაც შეეხება „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, მასხარები არიან და უნდა დარჩნენ მარტო!

ჩვენ ვთქვით მყარად, რომ ვიქნებით იქ, სადაც არის ევროპული მომავალი, ჩვენ ვართ ქუჩაში, ყველა აქციაზე დავდივართ , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, მიდის თუ არა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ოპოზიციურ შტაბში, რადგან პარტიის წარმომადგენლები ყველა პროცესში მონაწილეობენ. გოგიჩაიშვილმა ისაუბრა მისი […]
პრემიერი – ოპოზიცია ებრძვის ელექტრონულ აპარატებს, რომელმაც ერთ წამში დათვალა არჩევნების შედეგები, თენგოც ვეღარ შველის

ერთადერთი, რასაც ახლა აკეთებს ოპოზიცია არის ის, რომ ისინი ებრძვიან ელექტრონულ აპარატებს, რომელმაც ერთ წამში დათვალა არჩევნების შედეგები ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი აქ წარმატების ოპოზიციას არ აქვს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა პროკურატურასთან, რაც ნიშნავს საქართველოს პროკურატურისადმი […]