„თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა – ირაკლი კობახიძე

მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები ისევე, როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, […]
ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებასთან და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. ბაიდენმა განაცხადა, რომ მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად და კანონის შესაბამისად გადაცემა, რომელიც 20 იანვარს მოხდება, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. “ჩვენ ვიღებთ არჩევანს, რომელიც ქვეყანამ გააკეთა. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როცა შენ […]
ბაიდენი ამერიკელებს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას დაპირდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა და ხაზი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის აუცილებლობას გაუსვა. “200 წელზე მეტია, ამერიკა მსოფლიო ისტორიაში თვითმმართველობის უდიდეს ექსპერიმენტს ატარებს. ეს გადაჭარბება არ გახლავთ, ეს ფაქტია… ჩვენ, ხალხმა მივეცით ხმა და ავირჩიეთ ჩვენი ლიდერები. ეს მშვიდობიანად მოხდა. ასე მუშაობს დემოკრატია, ეს არის ხალხის ნება, რომელიც […]
წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს ტრამპის გეგმებისთვის უზარმაზარი გავლენა ექნება

ოთხშაბათისთვის, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ქონის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყო. სასწორი შეიძლება გადაიხაროს რესპუბლიკელების მხარეს, რაც შეიძლება ვაშინგტონში გაერთიანებული რესპუბლიკური მმართველობის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდეს, ან გადაიხაროს დემოკრატების სასარგებლოდ და წარმომადგენელთა პალატა, ტრამპის თეთრი სახლის გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბოლო ხაზად იქცეს. რამდენიმე ცალკეულ ადგილს, თუნდაც მხოლოდ ერთ ადგილს, საბოლოო შედეგის დადგომაზე გავლენის მოხდენა […]
ვლადიმერ პუტინი – ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ, სამარცხვინოდ არ მიმაჩნია, მაგრამ არ ვურეკავ – დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები ადრე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, უცებ შეწყვიტეს, არ უნდათ და ნუ უნდათ!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, “რაღაც ეტაპიდან” დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკეთა. მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. “შემთხვევით ვისარგებლებ და არჩევას მივულოცავ… სამარცხვინოდ არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან მისთვის [ტრამპისთვის] დარეკვა, მაგრამ […]
თინა ხიდაშელი – ტრამპისთვის წითელი ხაზია ჩინეთი და ირანი – საქართველოს მთავრობის „შური-მური“ ირანთან ძალიან სახიფათოა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით კი, სერიოზულ პრობლემას შეიქმნის – გაუგებარია, რა უხარიათ

საქართველოს ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ უნგრეთი არის ევროკავშირში პრეზიდენტი ქვეყანა – ამით ისარგებლეს, ჩავიდნენ ბუდაპეშტში, დაესწრნენ სამიტს და კიდევ უფრო დიდი სირცხვილი აჭამეს ქვეყანას, რადგან არ გვინახავს არც ერთი ხელის ჩამორთმევა არცერთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერთან, – ასე შეაფასა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში პრემიერ-ირაკლი კობახიძის უნგრეთში სამუშაო ვიზიტი. […]
პაატა ღუდუშაური “ტორპედოში” გადავიდა

პაატა ღუდუშაური კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს, – ამის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება: “27 წლის შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია. ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. „ტორპედოს“ ახალწვეული უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ღუდუშაური ბოლოს ისრაელის მთავარ ლიგაში თამაშობდა, სადაც „ბნეი-სახნინის“ ღირსებას იცავდა. ისრაელში წასვლამდე ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ […]
„შავი პარასკევს“ ამერიკელები რეკორდულ $75 მილიარდს დახარჯავენ – ანგარიში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შავი პარასკევიდან კიბერ ორშაბათის ჩათვლით დღეებში, აშშ-ის საცალო ვაჭრობის სექტორში გაყიდვები რეკორდულ ნიშნულს, $75 მილიარდს მიაღწევს. Bain & Company-ის ანგარიში აჩვენებს, რომ შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვან უქმეებზე, წლიურ ჭრილში, გაყიდვების 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ამავე ორგანიზაციის პროგნოზს სადღესასწაულო სეზონზე (ოქტომბერი-დეკემბერი) გაყიდვების მოცულობის 3%-იანი ზრდის შესახებ. კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა ქცევა […]
შარლ მიშელი – მოდით, ერთად დავწეროთ ჩვენი მომავალი

მოდით, ერთად დავწეროთ ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეიკრიბნენ ლიდერები ევროპის ოთხივე კუთხიდან, რომლებიც 700 მილიონზე მეტ მოქალაქეს წარმოადგენენ. მოდით, ერთად დავწეროთ ჩვენი მომავალი მშვიდობაში, იმედში, სტაბილურობასა და საერთო კეთილდღეობაში“, – წერს მიშელი პლატფორმა X-ზე.
„ჩემი ხმა“ – ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს – ორგანიზაციამ ოფისის აივანზე განათავსა ტრანსპარანტი წარწერით – „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, ოზურგეთის ინსპექციამ 1500 და 3000 ლარით დააჯარიმა

„ჩემი ხმის“ წევრთა პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც “ჩემი ხმის” განცხადებაშია აღნიშნული, 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” 1500 ლარით, ხოლო 7 ნოემბერს – 3000 ლარით დააჯარიმა. “სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წევრთა პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს. ოზურგეთში […]