პუტინმა ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა საჯაროდ მიულოცა. პუტინის თქმით, მზად არის ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან დისკუსიისთვის. “უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება”, – განაცხადა პუტინმა. აქვე აღნიშნა, რომ მისთვის სირცხვილი არ იქნება, ტრამპს თავად დაურეკოს. საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დონალდ ტრამპმა, NBC-თან […]
ისრაელის საგარეო მინისტრი ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმაზე – ეს ბარბაროსული და ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმები არის მაღვიძარას ხმამაღალი ზარი მსოფლიოსათვის

ეს საშინელი ბარბაროსული და ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმები არის მაღვიძარას ხმამაღალი ზარი ევროპისა და მსოფლიოსათვის, – ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ამსტერდამში, ფეხბურთის ისრაელელ ფანებზე განხორციელებულ თავდასხმას. „თავისუფლებისმოყვარე ქვეყნებმა, დემოკრატიებმა, არ შეიძლება დაუსჯელად დატოვონ აღვირახსნილი სიძულვილი ქუჩებში. როგორც ისტორიამ აჩვენა – ის, რაც იწყება ებრაელების დევნისა და ძალადობით, არასოდეს მთავრდება ებრაელებით“, – წერს […]
საზოგადოება „ქართული“ – ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი იყო და არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ხალხზე წინ გარე ძალების ინტერესებს აყენებს

საზოგადოება „ქართული“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს. ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ მიმართვაშია ნათქვამი. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, „მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად „მესამე ძალად“. „ახალგაზრდებმა მხოლოდ მონაყოლით იციან, შედარებით უფროსი თაობა კი […]
ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში ევროკავშირის ელჩს ხვდებიან. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია დიპლომატიური მისიის ოფისში მიმდინარეობს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკისთან იმყოფებიან “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია, “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა. ოპოზიციონერები ელჩს, სავარაუდოდ, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს აცნობენ.
საქართველო BB რეიტინგის ქვეყნებს რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლით ჩამორჩება – Fitch

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება რამდენიმე დღის წინ განაახლა. Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB „სტაბილურ“ დონეზე დაადასტურა. Fitch-ი მიუთითებს, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის შემცირდა, ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოცდა და ნაკლებია BB სუვერენული რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე. „27 ოქტომბერს, ოფიციალური შედეგების მიხედვით, […]
გურამ მაჭარაშვილი – აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, რა გეგმა აქვთ – ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, არ იცის საკითხი და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, გეგმა არა აქვთ

ოპოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჭინთვების პროცესშია – ნაწილი მალე შემოვა, ნაწილი დაიგვიანებს, მაგრამ გინდ შემოვიდნენ, გინდ ნუ შემოვლენ – ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! – აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის თქმით, ხალხმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვა და “თუ ადრე არჩევნების დროს ამოსდიოდათ “კიდევ სცადეთ“, ახლა ამოუვიდათ – “აღარ სცადოთ“. მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა, […]
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 4 რაკეტა და 62 დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, „ხ-59/69“ ტიპის 4 მართვადი საავიაციო რაკეტითა და 92 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებიდან, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორიოლის და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებიდან განახორციელეს. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის ტაქტიკურმა ავიაციამ მართვადი ბომბებით შეტევა […]
ზელენსკი: საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია არ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის შესახებ ზელენსკიმ „მთავარ არხს“ განუცხადა. „საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს […]
“ლუკმენი თუ კვარაცხელია? ქართველი ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს, მაგრამ…” – ფედელემ შემტევები შეადარა

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, Radio Marte-სთან ინტერვიუში ერთმანეთს “ნაპოლისა” და “ატალანტას” შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და ადემოლა ლუკმენი შეადარა. “ვის ავირჩევ ლუკმენსა და კვარაცხელიას შორის? ნიგერიელი უფრო გამტანი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკლებად ტექნიკურია. “კვარა” კი იწყებს და ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველი მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” ბომბარდირია. […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 8 ნოემბერს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 8 ნოემბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.7328; · 1 ევრო – 2.9389; · 1 ფუნტი – 3.5259; · 1 ლირა კი 0.0798 ლარი ეღირება.