მოსკოვი “როსნეფტის”, “გაზპრომნეფტისა” და “ლუკოილის” შერწყმას განიხილავს – მიზანი სანქციებისგან თავის დაღწევაა

მოსკოვი “როსნეფტის”, “გაზპრომნეფტისა” და “ლუკოილის” შერწყმას განიხილავს – მიზანი სანქციებისგან თავის დაღწევაა- ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება. გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის აღმასრულებლებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. წყაროების ცნობით, გეგმის დეტალები შესაძლოა შეიცვალოს და არც ისაა გამორიცხული, რომ შერწყმა გადაიფიქრონ. თუ კრემლი “როსნეფტის”, “გაზპრომნეფტისა” და “ლუკოილის”შერწყმას მოახერხებს, მსოფლიო […]

როგორ გამოეხმაურნენ მილიარდერები ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას?

„ამერიკა ამშენებელთა ერია“ – ეს ტექსტი გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა მისივე მფლობელობაში არსებულ პლატფორმა X-ზე, რამდენიმე საათით ადრე, სანამ Associated Press-ი საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას გამოაცხადებდა. შემდგომ კი დაამატა: „მალე თქვენ თავისუფლები იქნები ამ მშენებლობისთვის“. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამარჯვებისთვის საჭირო, საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა მოაგროვა, პლატფორმა X-ზე რესპუბლიკელი კანდიდატის […]

“ალ ჰილალი” ნეიმარს კონტრაქტს არ გაუწყვიტავს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი “ალ ჰილალთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 32 წლის ვარსკვლავი მუდმივი ტრავიამონობის გამო შესაძლოა, საუდის არაბეთიდან წასულიყო. ინფორმაციისთვის, ნეიმარს ტრავმის გამო თითქმის ერთი ხელი გაუცდა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ მან კიდევ ერთი დაზიანება მიიღო და ახლა დაახლოებით ნახევარი თვე მოუწევს უქმოობა. […]

მედიის ცნობით, მასკი ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბარს ესწრებოდა

მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს ესწრებოდა, იტყობინება მედია წყაროებზე დაყრდნობით. უკრაინის მაღალი რანგის მოხელემ, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, 8 ნოემბერს AFP-ს აცნობა, რომ 7 ნოემბრის საუბრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც პირველად Axios-მა გაავრცელა, ზუსტია. მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელმა, საუბრისას განაცხადა, რომ […]

ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს

მონტენეგროს პეტროვაჩში სტარტს აიღო ევროპის პირველობამ ვაჟთა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენს. ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 395 მოჭადრაკე ასპარეზობს. საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე 9 მოჭადრაკე დაიცავს. ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის პირველ ტურში ხუთმა ქართველმა მონაწილემ იზეიმა გამარჯვება. პირველ ტურში პარტიები მოიგეს: ბაადურ ჯობავამ, ლუკა პაიჭაძემ, გიგა ყუფარაძემ, ნიკოლოზ […]

ირაკლი კობახიძე – მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე

ოქტომბრის მდგომარეობით, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 880 000 ჰა-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება. „ამ მიზნით, 2022 წლიდან, […]

გერმანიის საელჩო – მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია – ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს,- ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება. „ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ […]

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია კიდევ ერთი პირი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული 40 წლის მამაკაცი კლინიკაში არის მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა – Fitch

2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, როგორც BMG-ი წერს ეს სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო. 1-ელ ნოემბერს საერთაშორისო […]

ორთაჭალაში, სამშენებლო ობიექტზე უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ორთაჭალაში, სამშენებლო ობიექტზე უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.